სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

''ბავშვებში შრომისმოყვარეობა აღზარდეთ''- რა რჩევებს აძლევს პატრიარქი მშობლებს
07-11-2016
-
+


კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქოში მრავალშვილიან დედებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პატრიარქმა დედებთან საუბარისას აღნიშნა, რომ თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და რომ იგი თავის ოჯახში მეშვიდე შვილი იყო. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე ბრძანა, რომ საჭიროა არა მარტო პრობლემების გამოკვეთა, არამედ მათი გადაჭრის გზების მოძიება.

მისმა უწმინდესობამ ყურადღება გაამახვილა ბავშვთა აღზრდის საკითხზეც და ხაზი გაუსვა მათში შრომის უნარის გაღვივების მნიშვნელობას. მან გაიხსენა დედის დარიგება:

"დედაჩემი ხშირად გვეუბნებოდა შვილებს: გახსოვდეთ, სიღარიბემ შეჩვევა იცის და მას არასოდეს არ უნდა მიეჩვიოთო. ასეთივე შეჩვევა იცის უსაქმურობამ. თუ ადამიანი უმუშევრობას ეჩვევა, შემდეგ მას ძალიან უჭირს შრომითი საქმიანობა. ამიტომ ბავშვებში, უპირველეს ყოვლისა, შრომისმოყვარეობა უნდა აღვზარდოთ".

პატრიარქმა ბრძანა, რომ თავიდანვე წესრიგს უნდა მივაჩვიოთ. ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩნეული და ყველმ უნდა იცოდეს, სად აწყვია მისი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, წიგნები და ნივთები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვმა დროის ფასი იცოდეს. ეს მათ ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ, ჩვენ კი დროს ხშირად უმიზნოდ ვკარგავთ.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დედები დალოცა და დაპირდა, რომ მომავალში მათ კვლავაც ექნებათ საქმიანი შეხვედრა".

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება