სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარებული კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი ქოუჩმა შეაფასა
05-01-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. როგორც ყოველთვის, სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობდნენ და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩნა-განვითარებას ცდილობდნენ. 

28 დეკემბერს, ქსოვრისის საჯარო სკოლის IV კლასში, USAID- ის პროგრამის ფარგლებში, კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამუნა ლოხიშვილი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილი USAID- ის ქოუჩმა, ირმა ტატიშვილმა შეაფასა.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლია ხაჩირაშვილი. 

„დამუშავდა G-PRIED-ის ჯიბე, მოსწავლეებმა უპასუხეს მამოტივირებელ კითხვებს, გამოთქვეს ვარაუდები, წაიკითხეს ტექსტი გაგრძელებებით, გამიჯნეს ფაქტები და ვარაუდები ერთმანეთისაგან, მოახდინეს თვითრეფლექსია გასასვლელი ბილეთებით. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები ფასდებოდნენ ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასებით, გაკვეთილის ბოლოს კი შეფასდნენ შეფასების რუბრიკით, გაკვეთილი წარიმართა პროექტორის დახმარებით, ფერადი თვალსაჩინოებებით და რეალური თვალსაჩინოებებით (ჯიბის საათი და ჯინსის შარვლის პატარა ჯიბე) საგაკვეთილო აქტივობები დაგეგმილი იყო სსსმ მოსწავლისთვისაც“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილი შეფასდა დადებითად, ქოუჩმა ირმა ტატიშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებელს საინტერესო და აქტიური გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება