| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |









დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
1947 წლიდან ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს დახმარებისთვის, მადლიერების ნიშნად, ნაძვის ხეს ნორვეგია ჩუქნის. წლევანდელი ხე დაახლოებით 60 წლისაა და 19 ნოემბერს, ტრადიციულად, ტრაფალგარის მოედანზე დაიდგა.
ANADOLU AGENCY / GETTY IMAGES
სტრასბურგი, საფრანგეთი
წინასაშობაოდ, სტრასბურგის ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. წლევანდელი ნაძვის ხე, ტრადიციულად, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. 
გერმანია, ბერლინი
საშობაო ნაძვის ხე დგას ისეთ საკულტო ადგილას, როგორიცაა ბრანდენბურგის კარიბჭე.
კიევი, უკრაინა
მიმდინარე ომის გამო, უკრაინაში დიდხანს კამათობდნენ დაედგათ თუ არა ნაძვის ხე, ამიტომ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩატარდა და ხალხის გადაწყვეტილებით დაიდგა „უძლეველობის ხე“ , როგორც მას სიმბოლურად უკარინელებმა უწოდეს.
ნაძვის ხე კიევში, სოფიას მოედანზე დგას და უკრაინის დროშის ფერებშია განათებული, მის კენწეროს კი სახელმწიფო გერბი ამშვენებს.

პორტუგალია, ლისაბონი
ლისაბონის ნაძვის ხე ეკოლოგიურია და და წლიდან-წლამდე გამოიყენება. 76-მეტრიან ინსტალაციას შუქდიოდები ამშვენებენ. მისი დანახვა შორი მანძილიდან, მათ შორის ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილებიდან, არის შესაძლებელი. ტრადიციულად, მის თაღში ყველას შეუძლია შევიდეს და შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღოს. 
მექსიკა, მეხიკო
მეხიკოს ნაძვის ხე სიმაღლეში 112 მეტრს აღწევს, ძირში მისი დიამეტრი კი 40 მეტრია. ხელოვნური ხე 330 ტონას იწონის და რვა მილიონი ფერადი ნათურა ამშვენებს. ეს ყველაზე დიდი ტრადიციული ნაძვის ხეა მსოფლიოში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“