სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვფიქრობ, ფეხი არაფერ შუაშია, თავი გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ წელი ბედნიერი და კარგი იყოს“
02-01-2023
-
+


თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს, ახალი წლის ღამეს ხშირად უწევს სამსახურში მისვლა, რადგან საახალწლო ფეიერვერკების ხმისა და ელვარებისგან ცხოველებს შეიძლება არც მეტი, არც ნაკლები ინსულტი ან ინფარქტი დაემართოთ.

- საბჭოთა კავშირის ბავშვი ვიყავი და თოვლის ბაბუა არანაირად არ იყო. ახალ წელს ერთად ვხვდებოდით ოჯახში და ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ბავშვებს მაინც გვიხაროდა, რადგან ნაძვის ხე ირთვებოდა, საჩუქრები მშობლებს მოჰქონდათ და ეს თავიდანვე ვიცოდი.

- ბავშვისთვის მნიშვნელოვანი არ არის, სჯეროდეს თოვლის ბაბუის, რომელსაც ჯადოსნური სამყაროს აღქმა მოაქვს?

- რატომაც არა?! დიდი სიხარული მოაქვს თოვლის პაპას. სანამ პატარაა, ეს დამატებითი სიხარულიც ჰქონდეს ბავშვს. ჩემს შორეულ ბავშვობაში ეს სიხარული არ გვქონდა. ყველა დღესასწაულობდა, ნაძვის ხის წარმოდგენები იმართებოდა, ჩვენც მივდიოდით და საჩუქრებს გვირიგებდნენ - ყუთებში ჩაწყობილი კანფეტები იყო. იქ კი ჩნდებოდა თოვლის ბაბუა, მაგრამ სახლში ჩემთან არ მოდიოდა. სკოლაში კი გვეუბნებოდნენ, რომ არავითარი თოვლის ბაბუა არ არსებობდა და იყო მხოლოდ ძია ლენინი. ჩვენ კი ნაძვის ხითა და მისი სათამაშოებით ვხარობდით.

- მეკვლედ თუ დადიოდით?

- კი, დავდიოდი და ჩემს სახლშიც სულ მე ვიყავი და ვარ მეკვლე - გამოვდივარ და შევდივარ. სახალისო ტრადიციაა, თორემ დიდად არ მჯერა. ვფიქრობ, ფეხი არაფერ შუაშია, თავი გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ წელი ბედნიერი და კარგი იყოს და არც მჯერა ასეთი რამეების.

- გამორჩეული და დასამახსოვრებელი ახალი წელი თუ გახსოვთ თქვენი ცხოვრებიდან?

- ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი მაშინ იყო, როცა ერთ-ერთ ექსპედიციაში ყოფნისას, ახალ წელს ტყეში შევხვდი. მოწყვეტილი ვიყავით ცივილიზაციას ოთხიადამიანი, სრული სიმშვიდე იყო და ამით იყო განსაკუთრებული. ხანგრძლივი ექსპედიცია იყო და ასე მოგვიწია. ცხოველები არ აღნიშნავდნენ, ალბათ მაგათ სხვა დღეს აქვთ ახალი წელი.

- ცხოველებს ახალი წლის ღამე არ უყვართ, რადგან ჩვენთვის ჯადოსნურ ღამედ აღქმულ დროს მათთვის სტრესი და ტკივილი მოაქვს. როგორ არიან ხოლმე ამ დროს ზოოპარკის ცხოველები ფეიერვერკების ხმების ფონზე?

- შეშინებულები. ზოგი იმალება, ზოგი კი შეშინებული დარბის. ეს ხმაური ძალიან მოქმედებს ცხოველებზე. ამიტომ, გარკვეულ ზომებს ვიღებთ და ამ ღამეს ვაძლევთ ხოლმე წინასწარ გარკვეულ ანტისტრესულ საშუალებებს, მაგრამ მაინც საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანია ეს ღამე. ზოგი ისეთი შეშინებული დარბის, შეიძლება სხვა გადათელოს ან თავად დაზიანდეს. არის შესაძლებელი, რომ სტრესის შედეგად განუვითარდეს ინფარქტი ან ინსულტი. გვყავდა პატარა ანტილოპა, რომელსაც ინფარქტი დაემართა და მოკვდა. როგორც წესი, პატარა ცხოველები უფრო იჩაგრებიან ამ დროს.

- ამის გამო ახალი წლის ზოოპარკში შეხვედრა ხომ არ გიწევთ?

- მორიგეობა გვაქვს და ვისაც მოუწევს იმ დღეს, ის რჩება იმ ღამეს ცხოველებთან. სამწუხაროდ, მხოლოდ ანტისტრესული საშუალებების მიცემა შეგვიძლია და - სხვა არაფრის გაკეთება. ამ წამლებს, რა თქმა უნდა, 100%-იანი შედეგი არ აქვს, მაგრამ უკეთესია, ვიდრე სულ არაფრის გაკეთება. ძირითადად ჩლიქოსნები ზიანდებიან, რადგან სირბილს იწყებენ. სახლში რომ ძაღლები გვყავს, იმათაც არ უყვართ საახალწლო ფეიერვერკები.

- დიდი ცხოველები და მაგალითად, ცხოველთა მეფე, ლომი როგორ იქცევა ამ დროს?

- არც მაგათ მოსწონთ. სროლები და ხმაური მათთვის გარკვეული საფრთხის მანიშნებელია და არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა ცხოველია ან როგორი ჯიშის. ეს არის გაურკვეველი საფრთხე, გაურკვეველი ხმა და განათება-გაელვებები, რომელიც ცხოველისთვის საფრთხის მომასწავებელია და ამიტომაც ეშინიათ. როდესაც ყველა მხრიდან არის ასეთი სროლები, ყველა მიმართულებით დარბიან, არ იციან საით გაიქცნენ და იწყებენ ქაოსურ მოძრაობას, რასაც ხიფათი მოსდევს. „მეფე ლომი“ ხომ გახსოვთ, ანტილოპების ჯოგი რომ მორბის და ლომსაც გადათელავენ, ასეთი სიტუაციაა ხოლმე ჩლიქოსნების თავს. ლომი და სხვა მტაცებლები ძირითადად იმალებიან, გაინაბებიან ერთ ადგილას - ეს ახასიათებთ, დათვიც და სპილოც ასე იქცევიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება