სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი საგნის პედაგოგებს მოუწევთ ტრენინგებზე პირისპირ დასწრება? - სავალდებულო ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
20-01-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო.

უფროს, წამყან და მენტორ მასწავლებლებს საშუალება აქვთ, აირჩიონ თავიანთთვის სასურველი ტრენინგმოდული სტატუსის მიხედვით განსაზღვრული საკონტაქტო საათების შესაბამისად  (უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი  -  6 საკონტაქტო საათი).

ტრენინგების დიდი ნაწილი „თიმსის“ პლატფორმაზე ჩატარდება, თუმცა არის გამონაკლისიც. ფიზიკის უფროსი და წამყვანი პედაგოგები ტრენინგებს არა დისტანაციურ ფორმატში, არამედ პირისპირ დაესწრებიან. მოდულის დასახელებაა „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის  სწავლების პროცესში“ და მას 12 საკონტაქტო საათი აქვს დათმობილი. აღნიშნულ ტრენინგმოდულს პედაგოგები პირისპირ თბილისში, მასწავლებლის სახლში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიაში გაივლიან.

ჩამონათვალში ასევე გვხვდება მოდული „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“, რომელსაც 12 სთ ეთმობა. ტრენინგზე დასწრება უფროსი და წამყვან პედაგოგებს როგორც ონლაინ, Teams-პლატფორმაზე, ასევე პირისპირ შეუძლიათ. მოდული ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, კომპიუტერული  ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და მასზე დასწრება სხვა საგნის პედაგოგებსაც შეუძლიათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოდულებზე დარეგისტრირებული პედაგოგებისთვის ტრენინგებს 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს.

იხილეთ ასევე: თებერვლიდან მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ - გაეცანით სტატუსის შესაბამისი მოდულების ჩამონათვალს


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება