სიახლეები
სიახლეები

25 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მასწავლებლებზე, რომლებზეც პედაგოგები თავად არ საუბრობენ
26-01-2023
-
+


ყველა ადამიანს ახსოვს თავისი მასწავლებელი. სკოლაში გატარებულ წლებს თითოეული მოსწავლე სხვადასხვანაირად აღწერს, თუნდაც მათ ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.

ყველა პედაგოგი ინდივიდუალურია, თუმცა ისინი პროფესიული თვალსაზრისით ბევრ საკითხში ჰგვანან ერთმანეთს. გიზიარებთ ფაქტებს მასწავლებლების შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტები განზოგადებულია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეიძლება ყველა მასწავლებელს არ ერგებოდეს, ისინი პედაგოგების უმრავლესობის აზრებზე, ემოციებსა და სამუშაო ჩვევებზე მიუთითებენ.

  • თუ გგონიათ, რო მასწავლებლები მხოლოდ 9:00 - დან 15:00 საათამდე მუშაობენ, ძალიან ცდებით. მათი სამუშაო საათები ბევრად მეტია. პედაგოგები სკოლაში გაკვეთილების შემდეგაც რჩებიან ან სამუშაო სახლში მიაქვთ (მაგალითად: შემაჯამებელი ტესტების შედგენა, ნაწერების გასწორება, შეფასების რუბრიკის მიხედვით მოსწავლეთა შესაძლებლობების დადგენა და ა.შ) ისინი ფიქრობენ, რომ არასდროს აქვთ საკმარისი დრო დღეში. საქმე ყოველთვის არის უფრო მეტი.
  • არც ისაა მართალი, რომ პედაგოგები ზაფხულის არდადეგებზე, 3 თვის განმავლობაში ისვენებენ. ზაფხულში მასწავლებლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. მათ, კი, ვისაც პროფესიული წინსვლა სურს, ზაფხულობით გამოცდები უტარდებათ.
  • მასწავლებლები ყოველთვის ღელავენ იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, მაგრამ შრომა ეზარებათ.
  • მასწავლებლებს უყვართ მოსწავლეები, რომლებიც ყოველდღე კარგი განწყობით დადიან სკოლაში და მონდომებით სწავლობენ.
  • მასწავლებლები პატივს სცემენ მშობლებს, რომლებიც აფასებენ განათლებას, ესმით, რატომ უნდა ემორჩილებოდნენ მათი შვილები სკოლაში ქცევის წესებს და მხარს უჭერენ მასწავლებელს.
  • მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც აქვთ ცხოვრება სკოლის გარეთ, მძიმე და კარგი დღეები. შეცდომებსაც უშვებენ.
  • მასწავლებლებს სურთ ისეთი დირექტორი, რომელიც მხარს უჭერს პედაგოგების წარმატებას და აფასებს მათ წვლილს. მასწავლებლებს ასევე სჭირდებათ, იცოდნენ, რომ მათ დირექტორს ზურგი ექნებათ, როცა მშობელი ან მოსწავლე დაუსაბუთებელ ბრალდებებს წაუაყენებს.
  • მასწავლებლები კრეატიულები და ორიგინალურები არიან. ორი მასწავლებელი ზუსტად ერთნაირად არასოდეს არაფერს აკეთებს. მაშინაც კი, თუ ისინი კოლეგის გამოცდილებით ხელმძღვანელობენ (გაკვეთილის დაგეგმვა, აქტივობები, დავალებები, კლასთან მუშაობა...), ყოველთვის შეაქვთ ცვლილებები.
  • მასწავლებლები მუდმივად ვითარდებიან. ისინი ყოველთვის ეძებენ გზებს, რათა თავიანთ მოსწავლეებს საუკეთესო შედეგები ჰქონდეთ.
  • მასწავლებლებს ჰყავთ ფავორიტები. შეიძლება არ თქვან, მაგრამ მათ მეტად მოსწონთ იმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, რომლებთანაც სულიერ კავშირს გრძნობენ.
  • მასწავლებლებს ყველაფრის დაგეგმვა უყვართ და ძალიან არ მოსწონთ, თუ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის.
  • მასწავლებლები ყოველთვის არ ეთანხმებიან ერთმანეთს. მათ შეიძლება ჰქონდეთ უთანხმოება, რაც იწვევს ორმხრივ სიძულვილს. ასეთ შემთხვევაში, უმეტესად, ორივე მხარე ცდილობს, რომ ერთმანეთის რეპუტაცია შელახოს.
  • მასწავლებლები აფასებენ ადამიანებს, რომლებიც მადლიერებას იჩენენ. მათ უყვართ, როდესაც მოსწავლეები ან მშობლები მადლიერების ნიშნად უკეთებენ სიურპრიზს.
  • მასწავლებლები მოსწავლეებზე მეტად ვერ იტანენ ტესტირებას და შემაჯამებელ წერებს, რადგან ეს ყველაფერი მათ შრომას უასმაგებს.
  • მასწავლებლებს უხარიათ, როდესაც ხვდებიან ყოფილ მოსწავლეებს, რომლებიც მათ მიმართ მადლიერებას და სიყვარულს ავლენენ. პედაგოგებს სურთ ნახონ, რომ ყოფილი სტუდენტები წარმატებული მოქალაქეები გახდნენ.
  • მასწავლებლები ვერ იტანენ განათლების რეფორმებს. მათ უყვართ პროფესიულ განვითარებაში ჩართვა და სძულთ შრომატევადი, ზოგჯერ უაზრო ვალდებულებები პროფესიული განვითარების მიზნით.
  • მასწავლებლებს არ მოსწონთ საბუთომანია. ეს არის სამუშაოს აუცილებელი ნაწილი, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ფორმალური ვალდებულებები დიდ შრომას მოითხოვს.
  • მასწავლებლები ხშირად ხარჯავენ საკუთარ ფულს იმ ნივთებზე, რაც მათ საკლასო ოთახისთვის სჭირდებათ.
  • მასწავლებლებს ესმით, რომ კლასის მართვა მათი საქმის ნაწილია, მაგრამ ხშირად ეს მათთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო საქმეა.
  • მასწავლებლებს უფრო მეტად მოსწონთ გაკვეთილის ჩატარება იმ კლასში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 15-20-ს.
  • მასწავლებლებს არ მოსწონთ, როცა მშობელი ძირს უთხრის მათ ავტორიტეტს სახლში შვილების თანდასწრებით პედაგოგზე საუბრითა და მისი შეურაცხყოფით.
  • მასწავლებლები უფრო მეტად მიიღებენ და გამოიყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, თუ სათანადო ტრენინგს გაივლიან და ამასთან, თუ ყველა სკოლა აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით.
  • მასწავლებლები უფრო მეტ დროს უთმობენ რთულ მოსწავლეებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას და აღფრთოვანებულნი არიან, როდესაც მოსწავლეს მომდევნო დღეს წინა დღეზე უკეთესი შედეგი აქვს სწავლასა თუ ქცევაში.
  • მასწავლებლები მოსწავლის წარუმატებლობის შემთხვევაში ხშირად არიან განტევების ვაცები. რეალურად კი ბავშვის აღზრდასა და მის განათლებაში დიდი როლი აკისრია სხვადასხვა ფაქტორს, რომელიც მასწავლებლის კონტროლის მიღმაა და რაც იწვევს წარუმატებლობას (მაგალითად: ოჯახური გარემო, სამეგობრო, სოციუმი...)
  • მასწავლებლები ხშირად ღელავენ თავიანთი მოსწავლეების სკოლის მიღმა ცხოვრებაზე, რადგან ხვდებიან, რომ ბავშვებს ყოველთვის არ აქვთ იდეალური ოჯახი ან კარგი მატერიალური მდგომარეობა, რაც მძიმედ აისახება მოზარდებზე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება