სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
14-12-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში პედაგოგები გასვლით გაკვეთილებს ხშირად აწყობენ. მოსწავლეები კი სხვადასხვა, საინტერესო ადგილს სტუმრობენ. ამჯერად, მათ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერეს.

მე-5 კლასის მოსწავლეებს, ქართულისა და მუსიკის გაკვეთილები - ქართულის მასწავლებლის თეო ზივზივაძისა და მუსიკის პედაგოგის ნინო პაპავას ხელმძღვანელებით ინტეგრირებულად ჩაუტარდათ. ბავშვები ესტუმრნენ მუზეუმს, სადაც ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტები ინახება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის და ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერებია დაცული, ასევე აქვეა თავმოყრილი ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა - დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები.  მუზეუმში გრამფირფიტები, აფიშები,თეატრალური და კინო კოსტიუმებია დაცული.

პედაგოგებმა აღნიშნული მასალები, და სხვა უნიკალური მუსიკალური საკრავები, რომლებიც მუზეუმში იყო წარმოდგენილი დეტალურად განიხილეს და გააცნეს მოსწავლეებს.

ამავე, თემატურ ერთეულში მუსიკის მასწავლებელმა - ნინო პაპავამ მოსწავლეები მოზარდ მაყურებელ თეატრში წაიყვანა, სადაც მათ მიუზიკლს „ურჩხულსა და ლამაზმანს“ უყურეს. ნანახით აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა, მიუზიკლის შემდგომ ინტერვიუებიც კი ჩაწერეს მსახიობებთან. 

მსგავსი გასვლითი გაკვეთილები მსოწავლეების სასწავლო პროცესს ხალისიანსა და საინტერესოს ხდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება