| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7გ კლასი უერთდება 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასასრულებლად. აქტივობას ამავე კლასის დამრიგებელი მარიამ აბულაძე ხელმძღვანელობდა.
„საქართველოში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენისა და მათზე ეფექტური რეაგირების, ასევე, დახმარების სერვისების სიმცირე ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს“, - კამპანიასთან დაკავშირეგბით აღნიშნავენ სკოლაში.
ჩატარებული აქტივობით, მოხდა აღნიშნული კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების როლის განსაზღვრა.
„თუ ეწინააღმდეგები ქალთა მიმართ ძალადობას და გინდა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანო უკეთესი მომავლის შენებაში, გამოხატე შენი პოზიცია, აიმაღლე ხმა და ჩაერთე ძალადობის წინააღმდეგ გამართულ 16-დღიან კამპანიაში“ - მოუწოდებს ქუთაისის N36 საჯარო სკოლა საზოგადოებას.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ