სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

18 მთავარი კითხვა მიხეილ ჩხენკელს
01-12-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, რომელთა შორის, აქტუალურებს etaloni.ge გთავაზობთ:

  • მასწავლებელთა საშუალო ანაზღაურება 40%-ით ნაკლებია საშუალო ხელფასთან შეადრებით, პროფესია ნაკლებად პოპულარულია, შედეგად მცირდება პედაგოგების რაოდენობა და იზრდება ასაკი; ასევე 2019-2020 წლებში 8 ათასზე მეტმა მოსწავლემ დატოვა სკოლა, მათი უმეტესობა საბაზო საფეხურის დასრულებამდე გავიდა, მაშინ, როცა ზოგადი განათლების მიღება სავალდებულოა; პროფესიული პროგრამები ვერ პასუხობს შრომის ბაზარს, საქართველოში მოსწავლეთა თითქმის 1% ირჩევს მხოლოდ პროფესიულ მიმართულებას - რას აკეთებს სამინისტრო, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პრესტიჟული, მოსწავლეები არ გარბოდნენ სკოლიდან და პროფესიული განათლება გახდეს პოპულარული?
  • უნივერსიტეტების ბაზაზე საბავშვო ბაღების მასწავლებელთა საბაკალავრო კურსის შექმნის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
  • ბატონო მინისტრო, გისმენდით და ყვავის, თურმე, ჩვენი განათლება და მეცნიერება, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა: 31 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რეპეტიტორთან თუ არ წაიყვანა მშობელმა ბავშვი ბოლო კლასში, ჩაბარება უჭირთ. ეს დიდებული განათლების სისტემის ნიშანია?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სისტემაში არის დიდი ჩავარდნა; სისტემას ისედაც ვაფინანსებთ ჩვენი გადასახადებიდან და ამ ფონზე, თქვენ ასე კმაყოფილად როგორ საუბრობთ?!
  • 4+1 პროგრამაზე გვაინტერესებს, აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები ამბობენ, რომ ქართული ენის შესწავლაში ფულის გადახდა უწევთ, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
  • აკრედიტაციის სამსახური ემსგავსება საბჭოთა პერიოდის სამინისტროს, რომელიც იჭრება უნივერსიტეტების ავტონომიაში, მათ შორის კურიკულუმის კონტროლის მხრივ, აპირებთ ამ მანკიერი საბჭოთა ტრადიციის გაგრძელებას თუ გეგმავთ, გამოასწოროთ საკითხი და უნივერსიტეტებს მისცეთ მეტი ავტონომია?
  • რა შეიცვალა ეროვნული უმცირესობებისთვის ერთი წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლების კუთხით? - 4+1 პროგრამის შესახებ ვიცით!
  • გვითხარით ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც 2021 წელს გვქონდა და წელსაც გადმოგვყვა...
  • სტუდენტთა კამპუსის თვალსაზრისით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება თუ არა?
  • კვალიფიციური მუშახელის დეფიციტთან დაკავშირებით, როგორია თქვენი ხედვა?
  • რას ფიქრობთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და რა შეღავათებს სთავაზობთ მათ?
  • კატასტროფული შედეგებია საერთაშორისო კვლევებში, რას აკეთებს თქვენი გუნდი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს
  • უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სწავლობს სკოლებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შარშან 1 დეკემბრის შემდგომ, რა გააკეთა თქვენმა უწყებათაშორისმა ჯგუფმა?
  • 12 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე დღის წინ... ეს არის კატასტროფა და მინისტრით დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, ყველა უნდა იყოს ჩართული - მაინტერესებს რა მოიკვლიეთ რა თქვეს მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორმა... ვიცი, ამის შესახებ ღიად საუბარი არ შეიძლება, პირადად მითხარით, რა გააკეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით და თუ ჩატარდა მოკვლევა?
  • სახელოვნებო სკოლების პედაგოგების სტატუსზე მინდა გითხრათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, იგივე შემიძლია ვთქვა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებთან დაკავშირებით, ხელფასების მატებაც რომ გამოცხადდება, მათ არავითარი სიხარული არ აქვთ, რადგან სტატუსიც არ აქვთ...
  • ასევე ძალიან უხერხული განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებს შორის, მესმის, რომ ეს კერო სტრუქტურაა მაგრამ ვფიქრობ, სამინისტრომ უნდა მოახერხოს ამ საკითხის დარეგულირება.
  • იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც მხოლოდ 1/3-ს შეუძლია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა და ჩვენ გვაქვს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა პარამეტრით, რითაც იზომება განათლების ხარისხ. ამიტომ მაინტერესებს, 2023 წელს რომ ჩატარდება კვლევა, თქვენ რა პოლიტიკური ამოცანა გაქვთ - რომელ ადგილზე უნდა იყოს საქართველო?
  • რა არის თქვენი ხედვა როგორც განათლების მინისტრის, რომ ქვეყნიდან არ გარბოდნენ ახალგაზრდა კადრები, და ყველა, ვინც წერა-კითხვა იცის...
  • სსსმ ბავშვების შემთხვევაში, თქვენ, როგორც განათლების მინისტრმა, თუ იცით, რამდენმა მშობელმა მიმართა სისტემას სკოლაში სპეციალისტის დანიშვნის მიზნით და რამდენს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება