სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების სკოლებისთვის ახალი პროექტი იწყება
28-11-2022
-
+


გასულ კვირას სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. კერძო ფონდი მასწავლებლის სახლის ინიციატივას დააფინანსებს, რომელის ფარგლებშიც ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ პროექტი - ,,საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის“ განხორციელდება.

საგანმანათლებლო პროექტის მიზანია:  სახელმწიფო ენის გაძლიერება; ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ჩართვა სასწავლო პროცესში; მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება;  ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა პროფესიული განვითარების და სკოლაში დასაქმების ხელშეწყობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც პროექტი მოიაზრებს ესაა უნივერსიტეტისა და სკოლის მჭიდრო ურთიერთობის მოდელის შექმნა; ასევე სკოლის ბაზაზე სტუდენტის პრაქტიკის გავლის სახელმძღვანელოს შემუშავება, მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და საკვირაო სკოლებისათვის პროგრამის შექმნა.

ახალი პროექტი დეკემბრიდან დაიწყება და 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს. პირველ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების 12 სკოლისა და იმავე თემის 12 სტუდენტის მონაწილეობა.

გპფ-სა და მასწავლებლის სახლს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო და უკვე მეორე ერთობლივი პროექტი ხორციელდება. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა საგანმანთლებლო თემებზე, რომელიც მასწავლებლის როლის გაძლიერებას და ქართული ენის სწავლების მიმართულებით განხორციელდება. ასევე იმუშაონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით, ხელი შეუწყონ სკოლების განვითარებას და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით „გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. „გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4 მლნ. ლარს შეადგენს. 

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, ქუთაისის თელავის, , სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება