სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეები ორ საგანში ყოველი წლის ბოლოს ტესტირებით შეფასდებიან - ღია დავალებებს პედაგოგები ელექტრონულად შეამოწმებენ
22-11-2022
-
+


წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა და დასძინა, რომ პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მალე მთელი ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ტესტები კი ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

„პროექტის იდეაა, მე-4 და მე-6 კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება. პროექტი საპილოტე რეჟიმშია, ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული - მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით გაიარონ ტესტირება. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, გვინდა, მოსწავლეები შეეჩვიონ ტესტის ელექტრონულად შესრულებას. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

დახურული დავალებები გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით”, - აღნიშნა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებისას სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.

„ყველა სკოლას აქვს „ბუკები“, რომელსაც პირველკლასელები იღებენ. საპილოტე ცდის დროს, თუ სკოლებს ლაბორატორიაში კომპიუტერები არ ჰყოფნიდათ, საკუთრი ინიციატივით „ბუკები” გამოიყენეს, რომლებიც პირველკლასელებს აქვთ და ბავშვებს ტესტირება ასე აწერინეს. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, რაღაც ხარვეზი ტექნიკის ჩართვასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, შესაძლოა, შუქი გაითიშოს... ასეთი რამ ხდება, ამიტომ გვექნება ისეთი საშუალებები, რომ ტესტირების დაწყებისას თუნდაც შუქის გათიშვამ პრობლემა არ შექმნას”.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.

„რაც შეეხება საპილოტე ვერსიას, ვფიქრობთ, რომ წინ კარგად მივდივართ, უბრალოდ სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება, იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი პროექტია. ახლა მთავარია ის შედეგები, რასაც შემდეგ სკოლები მიიღებს, ისინი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უკეთესად დავგეგმოთ. ჩვენ ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს ვგეგმავთ და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, როდის ვიქნებით მზად, რომ სრულად ყველა სკოლაში ტესტირება დავიწყოთ. საპილოტე ვერსია მხოლოდ თბილისში არ ჩატარებულა და რეგიონებიც მოიცვა“, - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
ზაფხულის სკოლა საკმაოდ ნაყოფიერი და თავშესაქცევი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის
 

სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში პირველკლასელთა მშობლები მიიწვია

საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება