სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მასწავლებლების ოჯახიდან მოვდივარ და თითოეული მოსწავლე ჩემთვის ყველაფერია“ - თამილა შულაია, დირექტორი, რომელსაც „კაბინეტი“ სამასწავლებლოში აქვს
18-11-2022
-
+


წლებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლედგებეს საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, თუმცა თანამდებობის მიუხედავად, მიაჩნია, რომ მასწავლებლობა მსოფლიოში საუკეთესო პროეფსიაა; ალბათ ამიტომ, ქალბატონ თამილა შულაიას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე, „რიგითი ჯარისკაცობა“ ყველაზე მეტად მოსწონს და პროფესიაც ბავშვობიდანვე აირჩია. მასწავლებლების ოჯახში გაზრდილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მიიჩნევს, რომ მოსწავლეებთან არა მბრძანებლური, არამედ მეგობრული, თბილი დამოკიდებულებით ყველა მწვერვალს დაიპყრობს და სხვათა შორის, etaloni.ge-ს იმასაც უმხელს, რომ ლედგებეს სკოლის დირექტორს პირობითი კაბინეტი სამასწავლებლოში აქვს. „მე ვიცი მათი თითოეული დეტალი, ემოცია და ჩვენი ურთიერთობები ურთიერთნდობაზეა დამყარებული“, - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან ინტერვიუ თამილა შუალაიამ და მოსწავლეთა მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება:

- მცირეკონტიგნეტიანი სკოლა ვართ და მეამაყება, რომ ჩვენი ბავშვები კარგ შედეგებს აღწევენ...  წელს 15-დან 9 კურსდამთავრებული გავიდა ეროვნულ გამოცდებზე და ყველა ჩაირიცხა - ჩვენმა მოსწავლეებმა უდავოდ კარგი შედეგები აჩვენეს და ეს იმ საფუძვლის შედეგია, რომელიც თავიდანვე მოჰყვებოდათ სკოლიდან. თამამად ვიტყვი, ჩვენს სკოლაში სწავლების ხარისხი პრიორიტეტია, თუმცა იმავდროულად, ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი, გასაუმჯობესებელი...

- ინფრასტრუქტურას გულისხმობთ, ქალბატონო თამილა?

- ჩვენ მხოლოდ შარშან შევძელით ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ გარემოში სასწავლო პროცესის განახლება და ბუნებრივია, შედეგად, მოსწავლეთა მოტივაციაც გაიზარდა... უამრავი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ფუნქციონირებს ეკოკლუბი, ლიტერატურული კლუბი... და ვუწევთ კონკურენციას ჩვენს მეგობარ სკოლებს იმით, რომ საშუალო დონეზე მაინც ვახერხებთ სწავლა-სწავლებას. იმედს ვიტოვებ, ავტორიზაციის პროცესსაც სათანადოდ გავუმკლავდებით.

- ფიქრობთ, მოსწავლეთა მიღწევები სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის ინდიკატორია?

- არა, თუმცა სწავლის ხარისხის კუთხით ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ - მოსწავლეთა მიღწევები სკოლის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია.

- თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ რეპეტიტორებზე მოთხოვნამ მოიმატა და მხოლოდ აბიტურიენტები კი არა, დაბალი საფეხურის მოსწავლეებიც კი დადიან კერძო მასწავლებლებთან, მაშინ გამოდის, არცთუ ხარისხიანი სწავლა-სწავლება ყოფილა სკოლებში, არ მეთანხმებით?

- ჩვენს სკოლას ეს ნამდვილად არ ეხება... რომ აღვნიშნე, კონკურენციას ვუწევთ მეგობარ სკოლებს-მეთქი, პირველ ყოვლისა, სწავლის ხარისხიდან გამომდინარე, ვიგულისხმე პროფესიონალი პედაგოგები, რომლებითაც დაკომპლექტებულია ჩვენი სკოლა... ზოგადად კი სოფელში რეპეტიტორების ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად აქტუალურია, ვიდრე დიდ ქალაქებში. თამამად ვიტყვი, ჯერჯერობით ამ გამოწვევას ვუმკლავდებით.

- მაინც რა არის წარმატებული სკოლის თქვენეული ფორმულა, ქალბატონო თამილა?

- განსაკუთრებული ფორმულა არ გვაქვს... ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  რა მოცემულობაც გვაქვს, თითოეულ გაკვეთილს ახალი სტანდარტის შესაბამისად ვგეგმავთ, ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავჯდეთ ამ ჩარჩოში, მოსწავლემდე კი თითოეული საკითხი სათანადოდ მივიტანოთ; გარდა ამისა, ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი ცდილობს აიმაღლოს კვალიფიკაცია, ჩაერთოს ტრენინგებში, უმაღლეს დონეზე გვაქვს კოლეგიალობა, ერთმანეთს ვეხმარებით, გამოცდილებას ვუზიარებთ და ასე, ერთობლივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წარმატებისკენ

- ასეთ დროს გადამწყვეტია მასწავლებლის სტატუსი?

- ზოგადად, მიმაჩნია, რომ გამოცდა უნდა ტარდებოდეს და ჩემი კოლეგებიც იზიარებენ აზრს... ეს მხოლოდ მასწავლებლებს არ ეხება, ვფიქრობ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა უნდა უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს და უპასუხოს თანამედროვეობის გამოწვევებს... იმავდროულად, შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ მხოლოდ გამოცდის შედეგი მასწავლებლის ავკარგიანობის საზომი ვერ იქნება, მართალი ტესტირების შედეგად ბევრ ახალბედა მასწავლებელს გაეხსნა სკოლაში დასაქმების გზა და ჩვენც მივიღეთ გამჭრიახი, მოტივირებული პედაგოგები, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თუ მასწავლებელი პროფესიონალია, რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს, თავის საქმეს ყოველთვის საუკეთესოდ შეასრულებს.

გამოცდის შედეგი მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმია, ზოგადად კი მთვარია მთავარია ინტენსიური მიდგომები და გამოწვევებთან დადებითად შეხვედრა... თავიდან თითქოს გვეშინია სიახლეების, მაგრამ ფაქტია - 20 წელია ამ სფეროში ვარ და ვცდილობთ ყველა გამოწვევას სათანადოდ.

- სკოლის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი არის თუ არა დირექტორი?

- ერთ-ერთი... შეიძლება...

- საკუთრ თავზე საუბარი არ გიყვართ...

- მე როგორ ვისაუბრო საკუთრ თავზე, როდესაც სკოლის წარმატებას ძლიერი გუნდი, პედაგოგიური საზოგადოება განაპირობებს. დირექტორის წარმატების საწინდარი სწორედ ასეთი მასწავლებლებია - ჩვენ ვართ ერთ მიზანზე ორიენტირებული, ერთმუშტად შეკრული გუნდი, რომელიც ყოველწუთს, ყოველდღე ზრუნავს იმაზე, ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ სკოლაში უსაფრთხო გარემო და მიიღონ სათანადო განათლება. ამ გზაზე სვლა უნდა გავაგრძელოთ და სწორედ ეს იქნება ჩვენი გუნდის წარმატება, თორემ მხოლოდ ერთი ადამიანის წინსვლა სკოლას წინ ვერ წასწევს. სკოლაში ჩემი შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო და მიხარია, რომ მეტ-ნაკლებად, გავართვი თავი.

- განათლების მიმართულებით ბევრი რამ იცვლება...ქალბატონო თამილა, გულწრფელად მითხარით, მოგწონთ რეფორმა?

- ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები... დადებითი უდავოდ ბევრია, თუმცა ვაღიაროთ - ქაღალდომანიაზე ვართ მეტად გადასულები; პედაგოგები დოკუმენტების სწორად წარმართვაზე ფიქრობენ და მიუხედავად იმისა, ეს საგაკვეთილო პროცესზე არ აისახება, მაინც ძალიან დამღლელია, მეტისმეტად „გაქაღალდებულია“ ყველაფერი.

- როგორც ვიცი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხართ...

-დიახ, და მიყვარს ჩემი პროფესია! მასწავლებლობა მაბედნიერებს, ბავშვები სხვა სამყაროა და მათგან საოცარი ენერგეტიკა მოდის. ეს პროფესია ბავშვობიდან მიყვარდა, მასწავლებლების ოჯახიდან მოვდივარ და თითოეული მოსწავლე ჩემთვის ყველაფერია.

- ბავშვები ისე გყვარებიათ, ალბათ მათ მიმართ სიმკაცრეს ვერ იჩენთ.

- მკაცრი არა, უფრო მომთხოვნი ვარ და ძალიან მიყვარს პუნქტუალობა, წესრიგი, რასაც ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისგან ერთნაირად ვითხოვ. ისე კი, მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ არც სხვებს და არც საკუთარ თავს.

ზოგადად კი მიმაჩნია, რომ ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვიყოთ მოსწავლეებთან გახსნილები, მართალნი, უშუალოები... ასეთი ჯანსაღი გარემოა ლედგებეს საჯარო სკოლაში, დაფარული არაფერია, გვაქვს ურთიერთგაგება, ვიცავთ ეთიკის ნორმებს და თანამდებობრივი დიფერენცირება ჩვენთან არ ხდება.

- ანუ კოლეგებთან უშუალო ურთიერთობას ემხრობით, ხომ?

- იცით, მე კაბინეტი სამასწავლებლოში მაქვს... ასეთია ჩემი სამუშაო გარემო - ვიცი ჩემი სკოლის თითოეული დეტალი, ყოველი მოსწავლისა თუ მასწავლებლის ემოცია, ურთიერთობები ნდობაზეა დამყარებული, რაც განსაზღვრავს ჩვენს მიღწევებს და არა მბრძანებლური ტონი.


 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება