სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების წესია და არა პროფესია“ - ნინო მიქაძე, მაიდნის საჯარო სკოლის პედაგოგი
10-11-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნინო მიქაძემ etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა. შედეგად, კი გავიგეთ, რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ. 

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „მოსწავლე ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო, ჩირაღდანი რომ აანთო, თვით უნდა იწვოდე, ვით ჩირაღდანი“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ვიყო მასწავლებელი, ჩემთვის მოწოდებაა და თუ მოწოდებით მასწავლებელი ვარ, ეს  ჩემი ცხოვრების წესია და არა პროფესია. მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია, გამჯდარი მაქვს სულსა და გულში, ის აძლევს ჩემს ცხოვრებას აზრს და იმედს, რომ „ნაყოფი მისი“ ჩვენს ბედნიერ მომავალს ააშენებს.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მათი მოსმენა, გაგება, ინტერესების გათვალისწინება და  პრობლემების ერთად გადაჭრა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „მართე ემოციები და ცივი გონებით განჭვრიტე საკითხი.“

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- ყოველთვის სასურველ შედეგზე გასვლა, თუმცა თუ  მოტივაცია და მონდომება მაღალი იქნება, შეუძლებელი არაფერია. 

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარული და ცოდნის გაღვივების სურვილი.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ბოლომდე ვიხარჯები და ვახერხებ მოსწავლეების ჩირაღდანივით ანთებას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება