| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეების მიერ უცენზურო ლექსიკის გამოყენება სკოლებში აქტუალური პრობლემაა. მასწავლებლებისთვის ამ პრობლემასთან გამკლავება დიდი გამოწვევაა, რადგან თანამედროვე ბავშვებმა, ხშირ შემთხვევაში, იციან საკუთარი უფლებები თუმცა ნაკლებად - მოვალეობები.
უცენზურო სიტყვების უარყოფით შედეგებზე დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა იმსჯელოს. ამ საკითხზე საუბარი შესაძლებელია როგორც სადამრიგებლო საათის პროგრამის ფარგლებში ყველა მოსწავლესთან, ისე - ინდივიდუალურად.
დამრიგებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენება ძალიან ცუდად მოქმედებს მსმენელზე. გარდა ამისა, უცენზურო სიტყვების მოყვარული ადამიანები საზოგადოებაში ხშირად გაღიზიანებას იწვევენ.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს სადისკუსიო თემები:
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, დამრიგებელმა კი უნდა მოისმინოს ყველას აზრი, თუნდაც მოსწავლის შეხედულება მისას არ ემთხვეოდეს.
გასათვალისწინებელია, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენებით ბავშვები ზოგჯერ ხაზს უსვამენ საკუთარ დამოუკიდებლობას, გამოხატავენ პროტესტს გარემოსადმი.
დამრიგებელმა მოსწავლეებს უნდა განუმარტოს, რომ უცენზურო სიტყვებით ყურადღების მიქცევა მართლაც შესაძლებელია, მაგრამ ნამდვილად სურთ, საზოგადოებას უარყოფითად წარუდგინონ საკუთარი თავი და ადამიანები წინააღმდეგ განაწყონ? ყურადღების მისაქცევად და საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად უმჯობესია პოზიტიური აქტივობები, ქმედებები.
საკუთარი მოსაზრების დაცვისას უცენზურო ლექსიკას თავის თავში დაურწმუნებელი ადამიანებიც იყენებენ და ხშირად ეს მიბაძვით ხდება. ამ მოსაზრებაზე საუბრისას დამრიგებელმა უნდა დააფიქროს მოსწავლეები, იქნებ კამათისას გამოყენებული უცენზურო სიტყვების მიზეზი ისაა, რომ მათ არგუმენტები და ცოდნა არ ჰყოფნით საკუთარი აზრის კორექტული სიტყვებით დასაცავად?
უცენზურო ლექსიკაზე საუბრისას, სასურველია, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლე დააფიქროს საკუთარ საუბარსა და ქცევაზე, დაეხმაროს გაანალიზებაში, თუ რეალურად რა მიზნით იყენებენ ისინი უცენზურო სიტყვებს. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, თუმცა უცენზურო სიტყვების უარყოფით გავლენაზე მყარი პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გაითვალისწინებენ თუ არა მოზარდები მოსმენილს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი