სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2024 წლიდან აღმზრდელებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ - დეტალები
01-11-2022
-
+


საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის აღმზრდელთა სერტიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აღმზრდელებმა 2024 წლიდან პედაგოგის სტატუსი უნდა მიიღონ. ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, მათთვის ტრენინგები და ტესტირება მიმდინარეობს.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24-მა აღმზრდელმა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-კურსი და ტესტირება გაიარა. ამ ტესტირების პასუხები, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი. აღმზრდელებმა ტრენინგებზე მიღებული 4-4 პრაქტიკული დავალება ორ კვირაში უნდა შეასრულონ, რაც, ტესტის პასუხებთან ერთად, მათი სერტიფიცირებისთვის აუცილებელია.

„დანარჩენი 24 აღმზრდელი ტრენინგ კურსს 2023 წლის ივნისში გაივლის, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლაცაბიძე, – აღმზრდელები ტრენინგებზე მიღებული ცოდნით კმაყოფილები არიან და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ბევრი რამის შეცვლას აპირებენ.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ია თაბუკაშვილი ამბობს, რომ ახალი მეთოდოლოგიით სწავლება მაქსიმალურად ბავშვის საჭიროებებსა და სურვილებს უნდა მოარგოს.

„სიახლეები, პირველ რიგში, მშობლებს უნდა გავაცნოთ, – ამბობს ია თაბუკაშვილი, - საბავშვო ბაღებში, ფაქტობრივად, ზეიმები აღარ ჩატარდება. ეს მისასალმებელია. წარმოიდგინეთ, 25 ბავშვი თითო სამსტროფიან ლექსს მაინც იზეპირებდა. ამავე დროს ვასწავლიდით სიმღერებს, ცეკვებს. ზეიმისთვის მზადების პროცესშიც და ზეიმზეც ბავშვები ძალიან იღლებიან.

სამი თვე შემოდგომის ზეიმის სამზადისში ვართ, შემდეგ საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტებისთვის ვემზადებით. ძირითადი, განმავითარებელი აქტივობებისთვის დრო აღარ გვრჩება. მომავალში ყველაფერი ისე უნდა დავგეგმოთ, როგორც ბავშვს ენდომება. თუ მისთვის ლექსის ან სიმღერის დასწავლა მიუღებელია, ვერ დავაძალებთ.

საბავშვო ბაღებში ოთახები თანამედრვე გამოწვევებს მეტ-ნაკლებად პასუხობს – ყველაფერი ბავშვის სიმაღლეზე, მისთვის ხელმისაწვდომადაა მოწყობილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პრაქტიკაში უნდა დავნერგოთ ისაა, რომ თითოეული აქტივობა ბავშვებთან შეთანხმებით უნდა დავგეგმოთ. აქამდე აღმზრდელები ვადგენდით დღის განრიგს. ახლა ამ პროცესში ბავშვები და მათი მშობლები უნდა ჩავრთოთ“.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ძირითადი ცვლილება სასწავლო-სააღზრდელო პროცესში შედის.

„მთავარი მიზანია, რომ ბაღი ბავშვისთვისაა და არა ბავშვი ბაღისთვის, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – დარწმუნებული ვარ, დატრენინგებული აღმზრდელები დავალებას თავს კარგად გაართმევენ 2024 წლისთვის გაერთიანებაში დასაქმებული ყველა აღზრდელი პედაგოგის სტატუსს მოიპოვებს“.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელები ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდმა გადაამზადა. ტრენინგების ჩასატარებლად ამ გაერთიანების ბიუჯეტიდან 4 990 ლარი დაიხარჯა.

წყარო „ჩემი ხარაგაული“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება