სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვიანი ოჯახები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ - დადგენილება
31-10-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დადგენილებით ამავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობა და გაცემის წესის განისაზღვრა.

პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ბავშვის კვებისა და მედიკამენტების ხარჯების დასაფინანსებლად.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ  ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

დახმარების მიღების აუცილებელი პირობაა, დახმარების მიმღები ოჯახი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დამოწმებული იქნება მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათით  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

დახმარების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია

პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის მითითებით;
ე) შშმ ან სსსმ პირის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) ცნობას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი);
ზ) ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, ონის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ.

განცხადებას განიხილავს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის (შემდგომში სოციალური მუშაკი) მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შედეგად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ბავშვის სოციალური საფრთხის წინაშე ყოფნა.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება