| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება 11 ოქტომბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების ადმინისტრაცია, მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბიზნეს სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, იყვნენ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მანანა ალადაშვილი და მოსწავლე თამარ ბენაშვილი.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ