სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა მედიაწიგნიერების დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნა
26-10-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში 25 ოქტომბერი მედიაწიგნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სამოქალაქო განათლების კლუბი ამ მნიშვნელოვან დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურა. კლუბის აქტიურმა წევრებმა მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა: ლიზი მარტოძემ, თათა სამუშიამ და სოფო სანამიანმა უმცროსს მეგობრებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაუტარეს.

სკოლის ევროპის კაბინეტში კლუბმა მე-3 კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს, ხათუნა ლოლომაძეს უმასპინძლა.

შეხვედრაზე პრეზენტატორებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული ანიმაციები და მოხსენებები მედიაწიგნიერების თაობაზე. მათ ასევე ბავშვებს სახალისო აქტივობები და თამაშები შესთავაზეს.

„მსგავსი ტიპის ინტეგრირებული შეხვედრები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან გაგრძელდება და კლუბის ორგანიზებით მედიაწიგნიერების კვირეული წარმატებულად და ნაყოფიერად ჩაივლის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება