სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სასკოლო გარემო ნიშნავს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას“- მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის სკოლის დირექტორი
20-10-2022
-
+


საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, მარინა ხვედელიძის კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი ? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში ?

- მეტწილად, დაწყებით კლასებში ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება. დადებითი მხარე ისაა, რომ განსაკუთრებით პირველ კლასში შემოსულ მოსწავლეებზე მოქმედებს ეფექტურად. ბავშვები ადვილად ახერხებენ ინტეგრაციას სხვა პედაგოგებთან და არ არიან დამოკიდებული მხოლოდ ერთ პედაგოგზე. უარყოფითი - შეიძლება თავიდან გაუჭირდეს სხვადასხვა მასწავლებელთან ინტეგრაცია.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში ?

- მივესალმები ახალ სტანდარტს. ნამდვილად უნდა იყენებდეს სკოლის დირექტორი თავის საქმიანობაში. გამოვყოფ მე-4 საკითხს: თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას, რადგან ამ კუთხით დირექტორი აცნობიერებს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისა და გარემო ფაქტორების გავლენას სასკოლო ცხოვრებაზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისათვის.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე ?

- ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისათვის, სასკოლო გარემო ნიშნავს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას. ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მაგალითზე ასეთი სასკოლო გარემო 90% შენარჩუნებული და განვითარებულია.

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?

- ჩემი სკოლის სიახლე ახალი სასწავლო წლისათვის ისაა, რომ სკოლაში წელს მობილობით დაგვემატა 3 მოსწავლე და მობილობა მოხდა ქალაქიდან სოფლად, რაც ჩემთვის საინტერესო და მისასალმებელია.

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?

- საგნის სწავლებისას როგორ მიუდგეს მოსწავლეს და როგორ დააინტერესოს საგაკვეთილო პროცესით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება