სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
20-10-2022
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ანბანის სწავლას შეუდგნენ. 

ანბანის შესწავლა სკოლის ორივე კორპუსის (ძირითადი და შერწყმული) მოსწავლეებმა უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით დაიწყეს. 

პირველი კლასის მასწავლებლებმა რუსუდან კვარაცხელიამ და ნატო ნაჭყებიამ მათ ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქციეს. გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი, რომლის მიმდინარეობისას მოსწავლეები პირველ ასო-ბგერას გაეცნენ, წაიკითხეს პირველი სიტყვა, პირველი წინადადება. შემდეგ კი ლექსებითა და სიმღერებით ახარეს ერთმანეთს ანბანის შემობრძანება, გამოძერწეს ,,ა“ და „ი" ასო. 

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ბოლოს კი პირი იებით „მოქარგული“ ტორტით ჩაიტკბარუნეს. 

„ცოდნას მოწყურებულებმა აციმციმებული თვალებით შეაბიჯეს სიტყვათა ფერად სამყაროში და მშობელი დედის მსგავსად რუდუნებით მიეალერსნენ თითოეულ ასო-ბგერას. დაიწყო თითოეული მათგანისთვის საოცრების ქვეყანაში მოგზაურობა. ,,აი ია" ეს ხომ ის ძალაა, რომლის ნათელიც ყრმის გონებაში საუკუნო შუქს ჰფენს. ეს დასაწყისი კი მოსწავლეებისთვის იმდენად ამაღელვებელი და სასიხარულო იყო, რომ მჯერა, ეს დღე მათ მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.
განსაკუთრებით მოსაწონი იყო მასწავლებლის აქტივობა ჩრდილების თეატრი „ზღაპარი იაზე".
კიდევ ერთხელ ვულოცავთ როგორც ჯგალის, ასევე სრულიად საქართველოს პირველ კლასელებს ანბანისა და წიგნების მრავალფეროვან სამყაროში შემობრძანებას! წარმატებულ მომავალს და ქვეყნისთვის ღირსეულ მამულიშვილად აღზრდას ვუსურვებ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება