სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდისაა სავალდებულო მასწავლებლისთვის მშობელთან კონტაქტი და რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ დაუყოვნებლივ მოსწავლის მეურვეს
30-10-2022
-
+


კლასის დამრიგებლებს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლონ მათთან დაკავშირება.

რა შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელი მშობელს დაუყოვნებლივ, როდის არ უნდა გადადოს მასთან კონტაქტი?

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსში მშობელთან ურთიერთობის შესახებაა განმარტებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:

„მასწავლებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა“. გარდა ამისა, დამრიგებელი დროულად უნდა დაუკავშირდეს მშობელს, თუ მოსწავლემ სკოლის შინაგანაწესი დაარღვია.

„მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში“, - წერია კანონში.

კონკრეტულად რა ქმედება მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად?

მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევაა, თუ ის სკოლაში აკრძალული ნივთით გამოცხადდება, მაგალითად, თუ მას აღმოაჩნდება თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ასევე ყველა ის ქმედება, რომელიც მოსწავლის ქცევის წესებს ეწინააღმდეგება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება