სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
10-10-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში 7 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ყველა წესის დაცვით, გამჭვირვალედ წარიმართა. არჩევნებს მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, რადგან თითოეულ მათგანს გააზრებული ჰქონდა საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ჩატარებული არჩევნების შესახებ სკოლა ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მიმდინარეობის პროცესსა და ბავშვების ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას. სკოლაში აღნიშნავენ, რომ მონაწილეებმა წინასაარჩევნო კამპანია გამართეს და საკუთარი პროგრამები სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

„სამოქალაქო მონაწილეობა და სამოქალაქო აქტივიზმი არის თანამედროვე დემოკრატიული  სახელმწიფოს ფუნდამენტი. სწორედ მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი მოქალაქის  აღზრდაზეა ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა. დემოკრატიული კულტურის სწავლებას  მოსწავლეები სკოლიდან იწყებენ, როცა ამ ღირებულებების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისთვის  დგამენ პირველ ნაბიჯებს, ღებულობენ მონაწილეობას სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის  არჩევნებში. 

7 ოქტომბერს ველისციხის საჯარო სკოლაში ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის  არჩევნები, სადაც მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა (VII-დან XII  კლასის ჩათვლით). აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.  მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ წინასაარჩევნო პროგრამებს. შემდეგ გამართეს  საკუთარ კლასებში საჯარო გამოსვლები. თანაკლასელებს ესაუბრებოდნენ პრობლემებზე და  სთავაზობდნენ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების ხედვას. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში  მონაწილეობის ინტერესი ყველა მოსწავლემ გამოხატა. საკმად დიდი აღმოჩნდა, როგორც არჩევნებში  კანდიდატად რეგისტრირებული პასიური საარჩევნო ხმის უფლების მქონე, ასევე აქტიური საარჩევნო  ხმის უფლების მქონე მოსწავლეებიც. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად მოქალაქეობის გაკვეთილებზე  და არაფორმალური განათლების მიმართულებით დაიგეგმა და წარიმართა. საარჩევნო კომისია  დაკომპლექტდა მეათე კლასის მოსწავლეებით. არჩევნებს მონიტორინგს მასწავლებლები, მშობლები და  სკოლის დირექცია უწევდა. საინტერესო იყო თვითონ საარჩევნო პროცესში ჩართული მოსწავლეების  მოსაზრებებიც. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სწავლების პრაქტიკული ნაწილი“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება