სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაფარცხმის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
07-10-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სკოლაში საგამოფენო პროექტი - „მადლობა მასწავლებელო“ განხორციელდა. მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, რომლებიც პედაგოგებს მიუძღვნეს. აქტივობაში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა ხოლო. ორგანიზატორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი - თამარ კალანდაძე გახლდათ.

5 ოქტომბერს, მასწავლებლებს სასიამოვნო გარემო და სიურპრიზი დახვდათ სკოლაში. ფერადი ბუშტებით, ეკატერინე მეგრელიშვილისა და ია დოლიძის ხელმძღვანელობით შემოდგომის ნაზი ყვავილებით გალამაზებული ფოიემ, მოსწავლეთა ნახატებით დამშვენებულმა კუთხემ და ლამაზად გაფორმებულმა ყუთებმა წარწერებით - „წერილი მასწავლებელს", „მოკლე გზავნილი მასწავლებელს“ პედაგოგებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„ორგანიზატორი მე-8, მე-9 კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ბერძენიშვილი გახლდათ, რომელსაც მხარი დაუჭირეს კლასის ხელმძღვანელებმა: მ.ახალაძემ, ს.ზაქარეიშვილმა, მ.კობალაძემ, ი.დოლიძემ, ე.მეგრელიშვილმა.

მოსწავლეებმა დილიდანვე ჩაყარეს ყუთებში წერილები, თავიანთი ხელით დამზადებული ბარათები, ნახატები. მათ უდიდესი სითბო და სიყვარული გამოხატეს თავიანთი პედაგოგების მიმართ, ემოციები იყო გულწრფელი.

მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა ყარაჯაშვილმა მიულოცა მთელი სკოლის სახელით დღესასწაული მასწავლებლებს, მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ფუტკარაძემ მოამზადა სლაიდ-შოუ, რომელშიც წარმოაჩინა  მასწავლებლის ღირსება, პატივისცემა და დიდი სიყვარული.

თითოეული მასწავლებლის დახასიათებისას ისმოდა ტაში და სიყვარულით სავსე შეძახილები. გაიხსენეს ნარგიზ და ნანი მასწავლებლები, მათი ამაგი. პატივი მიაგეს ციცინო მასწავლებლის ხსოვნას.

ღონისძიების ორგანიზატორმა ქ. ბერძენიშვილმა სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილები გადასცა ადრესატებს და მოსწავლეთა თანხმობით, საჯაროდ წააკითხა. ამ ფაქტმა გამოიწვია როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეთა უდიდესი ემოცია.

მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს მასწავლებლებს - „როგორი იყო მათი ბავშვობა? რა გატაცება ჰქონდათ ბავშვობაში? რომელი საგანი უყვარდათ ყველაზე მეტად? იყვნენ თუ არა ისინი ცელქები? რომელია სასიამოვნო დღე თქვენს ბავშვობაში?“ - მასწავლებლები ხალისით პასუხობდნენ შეკითხვებს.

იყო დასმული სახალისო შეკითხვებიც, რამაც კიდევ უფრო აამაღლა აუდიტორიის განწყობა. მოსწავლეებმა მასწავლებლის საპატიო დაფაზე გააკრეს ფერადი ქაღალდებით ფრაზები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ხშირად იყენებენ... თითოეულმა მასწავლებელმა ამოიცნო საკუთარი თავი.

მასწავლებლებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც მიუძღვნეს თავიანთ აღსაზრდელებს. ღონისძიების ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.

მადლობა მოსწავლეებს, რომ ასე მოგვეფერენ. ძალიან მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის, ეს დღე მარტო მასწავლებლების არ არის, ეს დღეა თითოეული მოსწავლის, მათი მშობლების...

მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი სითბო, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინეს.

მადლობა, ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ გულიკო უჯმაჯურიძეს, რომელმაც გაგვაერთიანა, მხარი დაგვიჭირა და ერთ გუნდად ჩამოგვაყალიბა  ჩვენი მომავლის, ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება