| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე მონაწილეობდა. შვიდივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. მათგან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გოგიტა დავლაძე გადავიდა და „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს
ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ