სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„ხელფასმა არ უნდა იმოქმედოს სწავლების ხარისხზე... ღმერთმა გვიმრავლოს კარგი პედაგოგები - მათზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი“ - გალაქტიონ მინდიაშვილი
05-10-2022
-
+


ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი თითქმის სამი კვირაა დაიწყო და ახლა უკვე შეიძლება თამამად საუბარი იმაზე, თუ როგორ შეხვდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, დირექტორები განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სიახლეებს - ჭადრაკის სწავლებას, თავდაცვის გაკვეთილებს, პროექტებით სწავლებას და რაც მთავარია, ორწლიანი ერთგვარი იძულების შემდეგ, სრულად დასწრებით ფორმატს.

თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი etaloni.ge- ამ და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრება, აფასებს დირექტორის სტანდარტს, მასწავლებლების გამოცდებს და იმასაც გვიმხელს, რომ ანაზღაურების ზრდა არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი სასწავლო პროცესში...

- ბატონო გალაქტიონ, როგორ დაიწყო სასწავლო წელი თბილისის N2 საჯარო სკოლამ, რომელიც იმავდროულად, N4 სკოლას მასპინძლობს და როგორ მოახერხეთ ადაპტირება ყველა შემოთავაზებულ სიახლესთან?

- სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავით ამ სიახლეებისთვის და შესაბამისად, ადაპტირებაც მარტივად შევძელით... დავნერგეთ თავდაცვის გაკვეთილები, შემოიტანეთ იტალიურის სწავლება, პირველკლასელები ეცნობიან ჭადრაკის საფუძვლებს, გაძლიერებულად ისწავლება საქართველოს ისტორია... ასევე კვირაში ერთხელაა საპროექტო ხელოვნება; გავზარდეთ გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 წუთამდე, რადგან მასპინძელი სკოლა ვართ და მეორე ცვლის ბავშვები არ უნდა დაჩაგრულიყვნენ. 45-წუთიანი გაკვეთილების შემთხვევაში კი საგაკვეთილო პროცესი საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა, რაც მიუღებელია...

- ამ ფონზე, მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ სწავლა სრულად დასწრებითი ფორმატით განახლდა... არ გაუჭირდათ ბავშვებს შეგუება?

- დაწყებული მშობლებით, პედაგოგებით დასრულებული, ყველა სიხარულით შეხვდა ამ სიახლეს... არავის მოსწონდა ონლაინ-სწავლა.

- ჭადრაკისა და თავდაცვის გაკვეთილებს ვინ ატარებს თქვენს სკოლაში?

- კარგად გადაამზადეს მასწავლებლები ჭადრაკში, ბავშვებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა საგანი, პედაგოგიც კმაყოფილია - ბავშვებისგან დაინტერესება ნამდვილად არის... რაც შეეხება თავდაცვის გაკვეთილებს, თავდაცვის სამინისტრომ გადამზადებული პედაგოგი გამოგვიგზავნა, თადარიგის პოლკოვნიკი, ასევე სახელმძღვანელო, საჭირო რესურსები... ბავშვებიც დიდი ინტერესით სწავლობენ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეროვნულ სულისკვეთებაზე, იდეოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს.

- ისევე, როგორც დროშა და ჰიმნი სასწავლო წლის პირველ დღეს, არა?

- აუცილებლად! მივესალმები ამ ინიციატივას. თითოეულმა ბავშვმა უნდა იცოდეს სამშობლოს ჰიმნი, სცნობდეს დროშას და იცოდეს ქვეყნის სიმბოლიკის პატივისცემა.

- ბატონო გალაქტიონ, ცოტა დირექტორებზე, უფრო სწორად, ახალ სტანდარტზე ვისაუბროთ... გულწრფელად მითხარით - მოგწონთ დოკუმენტი?

- მომეწონა, რადგან კარგადაა ჩაშლილი საკითხები და ვეთანხმები სიახლეს - სკოლის დირექტორი ყველაფრის აზრზე უნდა იყოს, იცოდეს რა ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში თემთან მუშაობით დაწყებული, კურიკულუმით დასრულებული... შემდგარი დირექტორი როცა ხარ და გაქვს პრეტენზია, აღზარდო თაობები, უნდა იყო ჩახედული თითოეულ ნიუანსში.

- დირექტორის სტანდარტი, ერთგვარად, გამოცდის წინაპირობაა, აპირებთ გასვლას ტესტირებაზე?

- რა თქმა უნდა!

- ესე იგი, გამოცდებს ემხრობით, მათ შორის მასწავლებლების ტესტირებასაც?

- ჩემი სკოლიდან ვინც გამოცდაზე გავიდა, ყველამ ჩააბარა... საამაყო ამბავია ნამდვილად და „ეტალონის“ საშუალებით კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მათგანს. თავადაც უფროსი მასწავლებელი ვარ და მომავალ წელს, კვლავ ვგეგმავ პროფესიულ ზრდას. სიმართლე გითხრათ, ჩემი სკოლის გადმოსახედიდან, ვერ ვხედავ გამოცდაზე გასვლის პრობლემას!

- ისე, უფრო დირექტორი ხართ თუ უფრო მასწავლებელი?

- მინდა რომ „უფრო“ მეგობარი ვიყო, კარგი ხელმძღვანელი და მგონი, გამომდის კიდეც, რადგან უკმაყოფილო არც მშობელი და არც მასწავლებელი ჩემამდე არ მოსულა.

- წელს სკოლებში აღრიცხვიანობის სისტემაც გამკაცრდა, აბიტურიენტებს თუ შეუწყობთ ხელს, როგორც მეგობარიდა კარგი ხელმძღვანელი“?

- ახალი არ არის ეს საკითხი და დამრიგებელიც აგვარებს და ბავშვებმაც იციან, რომ მუდმივად გაცდენა არ გამოვა.

- ხელფასების ზრდაზეც გკითხავთ - პრემიერმა ეს სიახლე უკვე დააანონსა, ფიქრობთ, ანაზღაურების მომატება დადებითად იმოქმედებს სწავლების ხარისხზე?

- როცა მართლა მიზერული ხელფასი იყო, სულ ვამბობდი, ნეტავ ჩემს მასწავლებლებს ხელფასები მოემატოს-მეთქი... მაგრამ რეალობა სხვაგვარია - თუ პედაგოგი არის მოტივირებული, როგორი ხელფასიც უნდა ჰქონდეს, თავის საქმეს კარგად გააკეთებს, ხოლო ის ვინც გადარბენაზეა, სულ რომ 5 ათასი დაუნიშნო, შედეგზე ვერ გავა... ჩემი აზრით, ხელფასმა არ უნდა იმოქმედოს სწავლა-სწავლების ხარისხზე.

- დაბოლოს, ბატონო გალაქტიონ, 5 ოქტომბერი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეა...

- მივულოცავ ყველას ამ დღეს; ჩვენც გვყავს სკოლაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები... ღმერთმა ამრავლოს კარგი პედაგოგები, რადგან სწორედ მათზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სწავლა 2 დღით ადრე დასრულდა - საზაფხულო არდადეგები ვადები პედაგოგებსა და დირექციაზე არ ვრცელდება

დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები და თითოეულის უფლებამოსილებები

ძლიერი ქარი, სეტყვა, ელჭექი... - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნულები უქმდება, უმაღლესში სკოლის ნიშნებითა და კიდევ ორი კრიტერიუმით ჩაირიცხებიან - პრემიერის მოხსენება

საფეხურის ქულის დათვლის ლოგიკა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია II-XI კლასელების მასწავლებლებისთვის
პიროვნება
მომავალში ბევრი რამ შეიცვლება თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.      

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

სკოლები

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი

ცხადია, სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ჟურნალზე იმუშავეს - ვაჟა ქიმაძემერეკლე ფუტკარაძემ, მარია ლევინამნინო ქურდაშვილმა, მარიამ გოგოლაძემ და მარიამ ცეცხლაძემ
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები
საზოგადოება