სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N30 სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული პროექტით - „მასწავლებელი შუქი სულისა“ საზეიმოდ გაიხსნა
03-10-2022
-
+


ბათუმის N30 საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რაც ყოველდღიურად უფროდაუფრო მტკიცდება.

სკოლის მე-3ა და მე-2ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების - ცირა თურმანიძის და ნესტან ბობოხიძის ხელმძღვანელობით საყვარელ მასწავლებლებს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს.

2 ოქტომბერს, მშობლიური სკოლის ეზოში მოსწავლეებმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული პროექტით - „მასწავლებელი შუქი სულისა“ საზეიმოდ გახსნეს. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზეს, რომლებშიც ყველა ხალისით მონაწილეობდა.

ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დასრულების შემდეგ ორივე კლასის მოსწავლეებმა ექსკურსია: „დენდროლოგიურ პარკში“ და „საქართველო მინიატურებში“ მოაწყეს.

„ეს იყო ბედნიერი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე, რომელიც ხანგრძლივად დარჩება ყველა მოსწავლის მეხსიერებაში!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება