სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 სკოლის მოსწავლე ხატია ამირგულაშვილი უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
27-09-2022
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ხატია ამირგულაშვილი საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობდა. 

კონფერენცია დასკვნითი ეტაპი იყო იმ პროექტის, რომელიც „ავსტრიის კუთხის“ ქსელში ჩართული სკოლების მოსწავლეებისათვის იმართებოდა. თავად კონფერენცია კი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 23-25 სექტემბერს ჩატარდა. 

სკოლიდან მასში მონაწილეობის მისაღებად სწორედ ხატია ამირგულაშვილი შეარჩიეს. ის ქუთაისში გერმანული ენის მასწავლებელ ლელა იგრიაშვილთან ერთად გაემგზავრა. პედაგოგი, ამავდროულად, სკოლაში მოქმედი „ავსტრიული კუთხის“ ხელმძღვანელია. 

მოსწავლის პრეზენტაციამ დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს, საქართველოში ავტრიის ელჩს, „ავსტრიული კუთხის“ ქსელების თავმჯდომარესა და პროექტის მიმდინარეობაში ჩართულ ყველა პირს. 

„ჩვენი სკოლა კახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის და არამხოლოდ მათთვის, „გერმანული სკოლის“ სახელითაა ცნობილი და მიზეზი მარტივია: გერმანული ენის შესწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი, მოთხოვნა და ხელშეწყობა.
სკოლის ბიბლიოთეკის თაროებზე უხვადაა წარმოდგენილი ავსტრიელი თუ გერმანელი ავტორების წიგნები. უკვე ერთი წელია ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს „ავსტრიის კუთხე“, რომელიც ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა და რომელსაც მზრუნველობს ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, პროფესორი მზია გალდავაძე.

ხატიას საინტერესო პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლა მადლობას უხდის ასევე, ყველა იმ პედაგოგს, ვინც ხატიას პრეზენტაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და სწორი გეზი და მიმართულება მისცა: მარინა სეხნიაშვილი, ნათელა თამოევი . . . 
თელავის N9 საჯარო სკოლა კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს თუ მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს და კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ თომას მულმანს(ავსტრიის ელჩი საქართველოში) და ქალბატონ მზიას („ავსტრიული კუთხის“ ქსელების თავმჯდომარეს)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება