| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოეწყო საზეიმო ღონისძიება რომელსაც სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. სკოლის დირექტორმა მიხეილ ბიბილაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
დირექტორმა ასევე სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომები გადასცა.
პირველკლასელებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს. მე- 5 კლასის მოსწავლეებმა - დაჩი გოგლიძემ და საბა მეზვრიშვილმა, ასევე მესამეკლასელებმა - ნინო მურადაშვილმა და ავთანდილ ღოლიჯაშვილმა და მეოთხეკლასელმა, ედი მურადაშვილმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სწავლის პირველმა დღემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ