| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N142 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია თბილისის N142 სკოლაში ძალიან კარგად იციან, ამიტომ ეს დღე მოსწავლეებს ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა, ამისთვის კი მთელი სკოლა საზეიმოდ მორთო და ბავშვების გასახალისებლად ანიმატორებიც მიიწვია.
სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ პირველკლასელებს, მათთვის წითელი ხალიჩა გაიფინა. ზღაპრული დღესასწაულით გართულ პირველკლასელებს სკოლაში მისვლის მღელვარება საერთოდ გადაავიწყდათ.
სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება განსაკუთრებულად მიულოცა დირექტორმა ეკატერინე ენდელაძემ და ბედნიერი და ნაყოფიერ სასწავლო წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა.
თბილისის N142 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ