სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად დგომით ნებისმიერ გამოწვევას ახალ შესაძლებლობად ვაქცევთ“ - ბათუმის N13 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2022
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა, გელა სირაძემ და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლის დირექტორი გელა სირაძე სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო! გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას!

ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულია პირველკლასელთათვის, რადგან მათ ახალ, მათთვის უჩვეულო გარემოში უწევთ ფეხის შედგმა. ვისურვებდი, რომ მათთვის ეს და შემდგომი დღეები დაუვიწყარი და მრავლის მთქმელი იყოს მათ ცხოვრებაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს წელი მეთორმეტეკლასელთათვისაც, რამეთუ სკოლას და ბავშვობას უნდა გამოემშვიდობონ.

აქვე აღვნიშნავ ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებს, რომლებიც საუკეთესო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და ახლა უკვე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან. ისინი განსაკუთრებით ძვირფასები არიან ჩვენთვის, რადგან 12 წელი ერთად გავატარეთ და თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. გილოცავთ გულწრფელად!

საყვარელო ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო, სკოლა ამაყობს თქვენით და დარწმუნებულები ვარ, რომ ერთად დგომით ნებისმიერ გამოწვევას ახალ შესაძლებლობად ვაქცევთ და ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და წინსვლას!​ პატივისცემით, გელა სირაძე“, - ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება