| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა შეღავათები საჯარო სკოლების, ბაღების, პროფესიული სასწავლებლების პერსონალის, მანდატურების, ასევე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.
დადგენილების მიხედვით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის განისაზღვრა „კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა“.
იგივე წესი ვრცელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელზე; ასევე თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თბილისში; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებზე;
რაც შეეხება ბაღების პერსონალს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის აბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“, კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას