სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება“... - 12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა
12-09-2022
-
+


12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა. ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამური საგურამოს გზაზე მოკლეს.

გთავაზობთ, ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი წერილიდან (ტფილისი, 26 ოქტომბერი, 1889 წ.) ამონარიდს განათლების შესახებ: 

„ცოდნა, სწავლა-განათლება, ასე ახსნილი და გაგებული, სწორედ ცოდნისა და სწავლა-განათლების შეგინებაა, გაუპატიურებაა. ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელ კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც. დღეს უცოდნელად, უსწავლელად კაცი ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგამს ცხოვრების მოედანზედ უმარცხოდ და უძლეველად. ცხოვრების მოედნიდამ ბურთი დღეს მარტო მცოდნეს გააქვს, მარტო მცოდნეს აქვს საკმაო და საპატიო კერძი წუთისოფლის სუფრაზედ, და თუ უცოდინარისათვის რჩება რამე, ნარჩენი მარტო მცოდნეს ნასუფრალია, მცოდნე კაცის სუფრის ნაბღერტია. დღეს მარტო მცოდნე და ნასწავლია ბატონი, და უსწავლელი, უცოდინარი-კი მისი ყურმოჭრილი ყმაა, რომელიც ძალა-უნებურად იძულებულია იმას დასჯერდეს, რასაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს“...

„სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, და ხალხი კი სდევნის სკოლას, განათლებას. რა მიზეზია? ცხადია, უმეცრება!“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

წლევანდელ პირველ კლასში ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა - ბოლო წლების განმავლობაში ეს კალის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად მოხდა

„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება