სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა სპორტსმენები ჩემპიონები გახდნენ“-ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეების - დავით ლავრელაშვილის და დავით სვანიძის წარმატება უშუს საერთაშორისო ტურნირზე
12-09-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე, რომელთა წინსვლას სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებას სიხარულით აცნობს. 

მათ შორის არიან დავით ლავრელაშვილი და დავით სვანიძე, რომელთაც ბრწყინვალე სპორტული წარმატება მოიპოვეს.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დავით ლავრელაშვილი და დავით სვანიძე „ბათუმის უშუს საერთაშორისო ტურნირში“ მონაწილეობდნენ. ტურნირი ქალაქ ბათუმში გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონის სტატუსი და ოქროს მედლები მოიპოვეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები დავით ლავრელაშვილსა და დავით სვანიძეს წარმატებას ულოცავენ. 

„ჩვენი პატარა სპორტსმენები ჩემპიონები გახდნენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით და წინსვლას უსურვებენ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

მოსწავლეთა დამრიგებლები არიან: მარინა მაღლაკელიძე და ინგა მეტონიძე. მათი უშუს მასწავლებელი კი ზურაბ კაპანაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება