სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი სახით უნივერსიტეტებს სამაგალითო სტუდენტები შეემატა“- საერო სკოლა „ფარნავაზის“ კურსდამთავრებულთა წარმატება ეროვნულ გამოცდებზე 
09-09-2022
-
+


ქობულეთის, საერო სკოლა „ფარნავაზის“ აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სპეციალობებზე ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, ლიზი თხილაიშვილის, აჩი მეგრელიძის, ნია სტამბოლიშვილის, ნინო ცენტერაძის, ლუკა რომანაძეს და ქრისტინე კოცარიანის წარმატება. 

სკოლა „ფარნავაზის“ დირექტორ მადონა ოქროპირიძისთვის, ისევე როგორც სკოლის პედაგოგებისთვის მოსწავლეთა მიღწევები საამაყოა. 

„წარმატებები, სკოლა ამაყობს თქვენით! გვახარებს მედალოსნების წლების შრომის შედეგად მიღებული დამსახურებული შედეგი. მიხარია, თქვენი სახით (ლიზი თხილაიშვილი, აჩი მეგრელიძე, ნია სტამბოლიშვილი, ნინო ცენტერაძე, ლუკა რომანაძე, ქრისტინე კოცარიანი) სამაგალითო სტუდენტები შეემატა უნივერსიტეტებს. ქობულეთს ჩვენი სკოლის ამ კლასიდან 3 ექიმი შეემატება, გემზე კაპიტანიც გვეყოლება, მართვაში და ბიზნესშიც ჩვენ ვართ, ასე რომ ჩვენ გავმრავლდებით და ვიქნებით ქვეყნის სამსახურში. გვიყვარხართ! წარმატება მინდა ვუსურვო ყველა „ფარნავაზელ“ სტუდენტს“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

შვილების წარმატებაში სკოლის დამსახურება რომ განუზომელია ძალიან კარგად იციან კურსდამთავრებულთა მშობლებმა. ლუკა რომანაძის მშობელი ერთ-ერთი პირველია, ვინც სკოლას, მის ხელმძღვანელსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. 

​„ლუკამ სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა. მადლობა „ფარნავაზის“ ყველა მასწავლებელს და თანამშრომელს, ვინც მონაწილეობა მიიღო ლუკას აღზრდა - განათლებაში, განსაკუთრებით ქალბატონ მადონას ამ კოლექტივის ჩამოყალიბებაში. კიდევ ბევრი სასახელო თაობა აღეზარდოს საერო სკოლა „ფარნავაზს“, - ვკითხულობთ მშობლის წერილში.

სკოლის დირექტორისთვის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მშობლების მადლიერება მეტი სტიმულის მიმცემია. 

„მადლობა მადლიერებისთვის. განსაკუთრებულად მიხარია ლუკას წელს გამოჩენილი მონდომებულობით, „ფარნავაზელი“ პედაგოგებით, სკოლის კედლებში მიღებული შედეგი. ყოჩაღ ლუკა, ულევი წარმატებები! თქვენ მაძლევთ შრომის, ბრძოლის სტიმულს“, - აღნიშნავს მადონა ოქროპირიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება