სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის აესახებათ „ესქულში“ გამოცდის შედეგები პედაგოგებს - განმარტება
10-09-2022
-
+


მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო შედეგები Naec-მა უკვე გამოაქვეყნა და ახლა აპლიკანტები ელოდებიან, როდის აისახება გამოცდის შედეგები „ესქულში“;

მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესიდან გამომდინარე, საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა; ბ) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა; გ) იმ წამყვან მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა; დ) იმ უფროს მასწავლებელთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი და ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა.

დოკუმენტის თანახმად, სიებში მიეთითება აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მიღებული ქულა და მიღებული ქულის პროცენტი შესაბამისი საგნის მაქსიმალურ ქულასთან მიმართებით.

ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის, უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

თუმცა როდის აისახება პედაგოგების საგამოცდო შედეგები „ესქულის“ ბაზაში - საკითხის გასარკვევად etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, სანამ ეს ყველაფერი ელექტრონულ სისტემაში აისახება, ჯერ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გაუგზავნოს მონაცემები; naec-ში კი განაცხადეს, რომ სიები დაუყოვნებლივ გადაიგზავნება მასწავლებლის სახლში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება