სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რისი გაკეთება შეუძლია სტატუსის ამაღლებისთვის მასწავლებელს წინასწარ, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებამდე?
11-09-2022
-
+


მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებაზე ზრუნვა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებამდეც შეუძლიათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციის თანახმად, სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიოში ბოლო წლების აქტივობები შემოწმდება. გამოდის, რომ სტატუსის ამაღლებისთვის საჭიროა დადგენა, თუ რას საქმიანობდა მასწავლებელი ბოლო წლების განმავლობაში, რა აქტივობებს გეგმავდა, როგორ აფასებდა მას სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფი და ა.შ.

მართალია, სტატუსის ასამაღლებლად აუცილებელია პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და წამყვანის ან მენტორის შესაბამისი ქულის მოპოვება, თუმცა მასწავლებელს შეუძლია კარიერულ წინსვლაზე ახალი სასწავლო წლიდანვე იზრუნოს და სანამ პროფესიული უნარების გამოცდაზე გავა, იქამდე პორტფოლიოში ასატვირთი დოკუმენტები მოაგროვოს.

მასწავლებლების დიდი ნაწილი ინტერესდება, თუ რომელი დოკუმენტები გამოადგება მას სტატუსის ამაღლებისთვის, რა მასალების თავმოყრაა პორტფოლიოსთვის მიზანშეწონილი?

პედაგოგის პროფესიულ საქაღალდეში უნდა ჩანდეს მისი პრაქტიკული მუშაობის პროცესი და შედეგი, შესაბამისად, ნებისმიერი დოკუმენტის, რომელიც მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი იქნება, პორტფოლიოში ატვირთვა შესაძლებელია.

სასურველია, პედაგოგმა სამუშაო კომპიუტერში შექმნას საქაღალდე და მასში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები  მოათავსოს. ესენი შეიძლება იყოს: გაკვეთილის გეგმები, რეფლექსიები, დირექციის ან ხარისხის განვითარების ჯგუფის უკუკავშირი-შეფასებები, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალა/რეფლექსია/მოსწავლეთა ნამუშევრები, კვლევები, კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და გაცემული რეკომენდაციები, გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების ამსახველი მასალა (აღწერა, ფოტო), გამოქვეყნებული სტატიები, გავლილი ტრენინგების სერტიფიკატები და ა.შ.

ასე რომ, მასწავლებლებს, რომლებიც მომავალში სტატუსის ამაღლებას აპირებენ, იმაზე მეტად შრომატევადი სასწავლო წელი ელოდებათ, ვიდრე აქამდე. რაც მთავარია, მათ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა პროფესიული გამოცდის ჩაბარებამდეც შეუძლიათ, მათ მიერ გაწეული შრომა კი უკვალოდ არ ჩაივლის.

იხილეთ ასევე: „პორტფოლიოს შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება ბოლო წლების აქტივობებს“ - ჩაეთველებათ თუ არა მასწავლებლებს აქამდე ატვირთული დოკუმენტები?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ სასურველ სკოლაში  ჯერ ისევ ვერ დაარეგისტრირეთ პირველკლასელი

 

 

მანდატურის სამსახურმა კონკურსი სოციალური მუშაკების შესარჩევად გამოაცხადა 

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება