| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ 2021-22 სასწავლო წლის 24 კურსდამთავრებულიდან 23 ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა. აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ სწავლას. მათ შორის არიან გრანტის მფლობელებიც. ერთმა 100%-იანი გრანტი დაიმსახურა, სამი უნივერისტეტში 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის, ხუთმა კი 50%-იანი მოიპოვა.
სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„წარმატებით მიღებული უდიდესი ემოციის თანამონაწილენი გაგვხადეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა, უკვე სტუდენტებმა. მათ მიერ მიღწეული შედეგები და სკოლისადმი გამოხატული მადლიერება გვაფიქრებინებს, სწორ გზაზე ვდგავართ. პროფესიონალ, თავის საქმეზე შეყვარებულ პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებენ იმ რთულ გზაზე ცოდნის წყაროსთან ზიარება, რომ ჰქვია. უკვე ცნობილია სად დაიწყებენ „ანაბასისის“ კურსდამთავრებულები სტუდენტობას, სკოლაში მიღებულ განათლებაზე ზედნაშენის დაშენებას, სასურველი პროფესიის სრულყოფილად შესწავლას, რათა მომავალში აკეთონ საქმე, რაც მათ ბედნიერებას მოუტანს, ქვეყანას წაადგება! მათ მიერ არჩეულ სამომავლო პროფესიათა სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია! პრიორიტეტულ პროფესიებში მათი სახით ველოდებით რამდენიმე წლის შემდეგ უკვე პროფესიონალებს! მომავალი აუცილებლად საიმედო ხელში აღმოჩნდება!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ