| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N174 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სამუშაოები ორ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში სკოლის შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება: რემონტდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეწყობა ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა, იცვლება განათება, იატაკი და კარ-ფანჯარა. სამუშაოები, რომლის ღირებულება 690 000 ლარზე მეტია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდება.
მეორე ეტაპზე, 2023 წელს, დაგეგმილია სკოლის სააქტო დარბაზისა და ფასადის რეაბილიტაცია.
სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო. სამუშაოები სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლის 1600-მდე მოსწავლე და 96 თანამშრომელი სრულად განახლებული სასწავლო სივრცით ისარგებლებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ