სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლია თუ არა დირექციას მასწავლებლის საგამოცდო შედეგების ნახვა? - ვისთვისაა ინფორმაცია ხელმისაწვდომი
11-09-2022
-
+


საგამოცდო ტესტში მიღებული ქულების ნახვა, რომელიც ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება, მხოლოდ აპლიკანტს შეუძლია, თუმცა მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები, როგორც საგნის გამოცდის, ასევე წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საბოლოო შედეგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწვდის, ხოლო მასწავლებლის სახლი შედეგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გაუგზავნის.

კიდევ ვის მიუწვდება ხელი საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის შედეგებზე? შეუძლია თუ არა დირექციას მასწავლებლის საგამოცდო შედეგების ნახვა? ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განმარტებულია, რომ:

გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისთვის, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება