სიახლეები
სკოლები

„კეთილი ადამიანი“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს
01-09-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას -„კეთილი ადამიანი“, გვიზიარებს.         

ნოველაში ორი ქალის ცხოვრების პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთებია აღწერილი. საუბარია მათ ურთიერთობასა და წლების შემდეგ დაკავშირებაზე. ნინო დოხტირიშვილი წერს, თუ რას ნიშნავს იყო კეთილი ადამიანი.

სახლის მდუმარე წიაღში გაბმული ტელეფონის ზარი ავისმომასწავლებლად ზუზუნებდა...იქვემდგარ გაცრეცილ ტახტზე, შემოდგომის ფოთოლივით მისუსტებული გასავათებული ქალი ზლაზვნით წამოიწია და ხელის გაუაზრებელი მოქმედებით სცადა პასუხის გაცემა.
- გისმენთ....
- რატომ არ ეშვები ჩემს ოჯახს? - ვინ ხარ შენ ასეთი შეუგნებელი ? რით ვერ გაიგე, რომ დაკარგე ქმარი, არ უყვარხარ !!ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე, ვითომდა ბედნიერი ოჯახის შენიღბული სახე, ან როგორ ცხოვრობდი ასეთი მასკარადის პერსონაჟით?! ახლა თავისუფალი ხარ და დაგვანებე თავი, იცხოვრე შეუმდგარი ცხოვრებით!!!
ქალმა თითქოს იმ ერთ წუთში მოიკრიბა ნამსხვრევებად მიმოფანტული ძალა და გამძინვარებული მხეცივით ამოხეთქა ყელში მობჯენილი შეურაცხყოფა....
- ვიციიიიიი, გესმის? მე დიდი ხანია ყველაფერი გავიაზრე, გავითავისე... ახლა ეს უმეცარი ქალი მორალს როგორ მიკითხავ, გააქვს შენ ამის უფლება როგორ ფიქრობ?! ოჯახი ხელის ერთი მოსმით მიწასთან გასწორე და სხვის უბედურებაზე გინდა ბედნიერების აგება!.გეშინოდეს უფლის! მხოლოდ მის სამართლისთვის მიმინდია შენი უზნეობა!!
დალიმ ტელეფონი კედელზე მიახეთქა და ვაივაგლახით წამოიმართა ფეხზე, გულზე ხელს ისეთი სიმწრით იჭერდა, თითქოს იმ ერთ მუჭაში იტევდა სიცოცხლის საარსებო წყაროს. სააბაზანოში პატარა აფთიაქის მოკრძალებულ კოლოფს დაავლო ხელი, მოძებნა გაუგებარი მედიკამენტები.
- რა მნიშვნელობა აქვს ეს შხამი იქნება თუ ღვინით სავსე ფიალა.!!..გადმოყარა ათამდე აბი და როცა პირისკენ წაღება განიზრახა, მაშინ გაანალიზა, ცხელ გულზე რას სჩადიოდა, დაფიქრდა... დაჭიმული სხეული გამღვალი ყინულით ჩამოეღვინთა კედელზე...
ტიროდა მწარედ ... ტიროდა და ცრემლებში იტევდა ენით აღუწერელ ტკივილს...
ხშირად მიფიქრია, რა არის განსაცდელი და რატომ შეიძლება სული ასე წარმოუდგენლად გტკიოდეს...ღალატი, ტყუილი, ეს  ერთსულოვნად ემსახურება ამ განცდას! მაგრამ რით დავიმსახურე...იმით, რომ ოჯახი მიყვარდა და პატივს ვცემდი, ხო შვილი არ გაგვიჩნდა, მაგრამ ამაში დამნაშავე ხომ ორივე ვართ, მარტო მე  სასაკლაოზე რატომ მიშვებს ეს სამართალია?! დღენიადაგ ვცდილობდი ვყოფილიყავი საუკეთესო მეგობარი და მეუღლე... რა ტყუილად გამივლია ცხოვრება, სულ არაფრის ძიებაში და ახლა უკვე მარტოობაც დაემატა ამ უნიათობას!!!
ქალი სარკეში იყურებოდა და საკუთარი ქმრის სახე წარმოედგინა, რომლის ამგვარი ქმედება თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საშინელი ტკივილის და ტანჯვის მომტანი იყო..
საუბრობდა დაუსრულებლად მისთვის გაუსაძლის მდგომარეობაზე... წარმოუდგენელ ტკივილზე... პასუხს კი არავინ სცემდა...აქ დასრულდა ცხოვრების ერთი ეტაპი.
წლებმა თავისი ქნა, კეთილგონივრულად გამოიჩინა სიჯიუტე და წყალიც კალაპოტში ჩააყენა. მიდიოდა ქალის ცხოვრება ამღვრეული მდორე  დინებასავით, მიილტვოდა სიყვარულსკენ, რასაც მრავალფეროვანი ყვავილების მოვლით იოკებდა...

ახლა უკვე მცენარეებით მოვარაყებული, სურნელოვან ოთახში გაისმა ზარის ხმა...რა საოცარია, თითქოს, ეცნო ქალს ეს ხმა განგაშის ზარივით რომ ჩაებღაუჭა სულში...უცფად, მოწოლილი სიბრაზე იგრძნო და გახელებული ხმით უპასუხა..
-გისმენთ...
-თქვენ ბრძანდებით ქალბატონი დალი ...?!
-დიახ...
- გიკავშირდბით ერთი ჩვენი ონკოლოგიური პაციენტის თხოვნით.
- ვერ მივხვდი რა გნებავთ?!
- ქალბატონო მობრძანდით საავადმყოფოში და თავად გაერკვიეთ, უკვე რამოდენიმე დღეა მომაკვდავი ქალი თქვენთან შეხვედრას ითხოვს და უფლის რისხვა იქნება ამის უგულველყოფა...

ქალმა ინერციით გათიშა ტელეფონი და ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს.. თუმცა მეორე დღეს მაინც ეწვია აღნიშნულ მისამართს, ინტერესით შეაღო ოთახის კარი და დაკვირვებით შეათვალიერა სიკვდილით შეფერილი ადამიანი.... რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ უფრო ჯიუტად კითხულობდა უცნობის სახის ნაკვეთებს, მაგრამ ვერავითარი ნაცნობი ნიშანწყალი ვერ ამოიკითხა... „ალბათ, შევეშალე ვიღაცაში“, ის იყო კარისკენ უნდა მობრუნებულიყო, რომ ავადმყოფის სუსტი ხმა შემოესმა...
- ჯერ ნუ წახვალ გთხოვთ, მომისმინეთ...იქნებ შესძლოთ ჩემი პატიება, მაშინ ბედნიერი წავალ იმქვეყნად...
ახლა კი გაანალიზა დალიმ ნაცნობი ხმის ტემბრი, მოტრიალდა და აქ უკვე მისი დანახვისას არმც თუ სიბრაზე, არამედ სიბრალული იგრძნო. სარეცელთან  ფრთხილად ჩამოჯდა  და უნებურად ფიქრმა გუელვა თავში - „რა სამწუხაროა ,ასეთი ლამაზი ამაყი და თავდაჭერილი ქალბატონი, ახლა  გაცრეცილ უსულო სხეულს  დაემსგავსა“...თავი სიბრალულიდ  დახარა იატაკისკენ.
- დიახ ასეა,იმის ნახევარიც არ ვარ, რაც ვიყავი.. .ახლა წარმავალი ცხოვრებისკენ მივაქანებ ჩემს ამაყად ფაფარაშლილ ცხენებს .თითქოს მიუხვდა ფიქრებს მომაკვდავი...
- მაგრამ ახლა ეს არ მაღელვებს, დღეებს თვლა უფრო მჭამს ცოხლად,ყოველი წამი  იმაზე მეტად სადარდელი გახდა, ვიდრე ამ სენის მარწუხები, მე შენი დანგრეული ცხოვრება მექცა სატანჯველად რატომ? რისთვის გავაკეთე ეს დღესაც ვერ ვხდები...ალბათ, ქალური ეგოიზმით მსურდა თქვენი იდეალური თანაცხოვრების დანგრევა.
- ღმერთო ჩემო, რატომ ჩამისაფრდა ეშმაკი სულში რატომ?...
-არ ინერვიულო არ ღირს ამაზე ახლა საუბარი...
დალიმ ხელი შეახო. მომაკვდავს და ასეთი ჟესტით  სცადა დამშვიდება..
- იცით, მე ჩემი თავი არ მაღელვებს, სახლში ხუთი წლის შვილი მელოდება, რომელსაც არც მამა ჰყავს და აღარ დედა არ ეყოლება...
- როგორ?!
- მამამისი წლების განმავლობაში გულის დაავადებით იტანჯებოდა, ვერ წაემოიდგენ როგორ სურდა მას შენთან  შეხვედრა და ბოდიშის მოხდა, მაგრამ ვერ დაგიკავშირდა, ყველა კოორდინატი შეცვლილი გქონდა, ახლობლბებს კი ჩვენი ხმის გაგონებაც   აგრესიას ჰგვრიდა...
ჩემი გოგონა ობლად რჩება დალი ,ნუ დატოვებ ღია ცის ქვეშ მიაქციე ყურადღება გთხოვ... როგორ ავდგე, რომ დაგიჩოქო,როგორ მოვიქცე, რომ მომიტევო?
ავადმყოფი ტიროდა... ეს ცრემლები ნათლად გამოხატავდა სინანულს, რომლსაც მხოლოდ ადამიანის  განვლილი წლებზე იყო დაფუძვნებული, თითქოს ბედნიერება მისთვის მყარი იყო, მაგრამ თავადაც გაანალიზა, რომ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის, ძვირფასი და განსაკუთრებული  სიცოცხლეც... ახლა სიკვდილთან ჭიდილში ატარებს დღეებს და საღად ათვიცნობიერებს, რომ ის ცხოვრება, რომლიც თავაწეული გალია, ეგონა, რომ ყვლასთვის სამაგალით უნდა ყოფილიყო, სულაც არ ყოფილა მისი კეთილგონივრული ნაბიჯი, ჯერ იყო და სხვისი ოჯახი ისე გათელა მიწასთან სინანულის გძნობა არ ჰქონია, მერე და შეურაცხყოფას აყენებდა სრულიად უდანაშაულო ქალს, რომლიც მერე და მერე მისთვის ადამიანის ეტალონი გახდა, თუმცა მისკენ მიმავალი გზა უკვე თვითონვე გაანადგურა და ფეხით გათელა... ქმრის გარდაცვალების  შემდეგ ცდილობდა მარტოობისთვის დაეხწია თავი, სარკის წინ გახემებული ძეგლივთ დადგებოდა , გამუდმებით უმეორებდა ერთი და იგივეს, საკუთარ თავს -„დალიმაც დაკარგა მეუღლე, მაგრამ მან ხომ შესძლო და გაიმარჯვა თავის მარტოობაზე დარდზე... ტკივილზე... ხოდა ახლა ჩემი დროა, მე უნდა შევსძლო ეს ისე ღირსეულად, როგორც მან შესძლო....სწორედ მაშინ გაუჩნდა დალის მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ყველა უსამართლობას გაწონასწორებული ნაბიჯით უნდა უპასუხო...აქ ვლინდება შენი სიდარბაისლე....მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ  უცნობი ქალბატონი ბოლო იმედი იქნებოდა! ეს არის განგების ათვლის წერტილი...

მოგონებებით გაბრუებული ავადმყოფი წამოდგომას  ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ...მონოტორული ხმით იმეორებდა ერთი დაიგივეს - „ლალი მაპატიე ყველაფრისთვის დავისაჯე. უკვე შენ ხარ ჩემი ბოლო იმედი, მიმიხედე შვილს“.. ამ სიტყვებს უკანასკნელი სუნთქვა ამოაყოლა ავადმყოფმა და მისი სიცოცხლეც  სიკვდილის უფსკრულმა შთანთქა!

დალის შეებრალა ახალგაზდა ქალი სიკვდილისთვის, ახლოს მივიდა ხელი ხელზე შეახო მისი გამოფხიზლება სცადა, თუმცა უშედგოდ, ავადმყოფი უსიცოცხლოდ შეჰყურებდა ერთ წერტილს, თვალები ფრთხილად  დალიმ დაუხუჭა გაედაცვლილს და დერეფანში გამოვიდა, ებრალებოდა მისი დიდრონი შავი ფერის მეტყველი თვალები, ლამაზი გმაოკვართული ტანფეხი, ალისფერი თმა ..ეეეხ, რა ყოფილა ცხოვრება... ცრემლებს ვერ იკავებდა !მერე კი გაახსენდა ავადმყოფის ბოლო სიტყვები და გეზი სახლისკენ აიღო,კარზე ფრთხილად დააკაკუნა...

 პატარა ბავშვს ისე, რომ არ უკითხავს ვინაობა სასწარფოდ გახსნა კარი და უცნობს დაჟინებით დააცქერდა...
- დედა სახლში არ არის, ავადაა, ექმითან წავიდა ნემსს გაუკეთებენ და მოვა...მამა ზეცაშია ანგელოზებთან და იქიდან მიყურებს.. ბავშვმა  დაზეპირებული ფრაზები  წარმოთქვა და კმოყოფილმა შეხდა მომხვდურს..
ლალის თვალწინ ულამაზესი ანგელოზი წარმოუდგა დედასავით მომხიბვლელი და წარმტაცი...
- მე შენი დედიკოს მეგობარი ვარ, პატარა და იქამდე მოგივლი, სანამ დედიკო არ გამოვა საავადმყოფოდან...
- მართლა ?!
- იცი, მე მშია?!შეგიძლია რამე გამიკეთო?!
დალი გამოერკვია  ფიქრებიდან ბავშვს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა და სიამოვნებით  დაყაბულდა...
- მოდი, წავიდეთ და ვისადილოთ, პატარა...
გოგონას გაუხარდა, სასწარფოდ გამოიცვალა ტანისამოსი და გაეშურა დალისკენ.
- შენ რა გქვია?!
- მე დალი...
- მეც დალი მქვია ...რა კარგიააააა!!!
- რა არის კარგი, პატრა?!
- შენ რომ დედიკოს მეგობარი ხარ და რომ არ დამტოვებ მარტო...ხომ არ დამტოვებ?! გოგონამ საწყალი თვალებით შეხედა ქალს და მოუთმენლად ელოდა პასუხს...
- არა, არასოდეს დაგტოვებ!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვანია
სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი
მათ საზეიმოდ მორთულ გარემოში ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ საიტერესოდ ჩაიარა
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება