სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი მოსწავლეებით, რომლებიც ამართლებენ ჩვენს იმედებს!“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის 11 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
31-08-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 11 კურსდამთავრებული სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

  1. აფხაზავა ლიზი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50% გრანტით / სამართალი;
  2. გუჯაბიძე გიორგი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, 50% გრანტით / ბიზნესის ადმინისტრირება;
  3. შაინიძე მარიამ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / ფსიქოლოგია; 
  4. სალუქვაძე ლალი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / არქიტექტურა;
  5. გელაძე გია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი / კომპიუტერული ტექნოლოგიები; 
  6. ართმელაძე ბექა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ეკონომიკა; 
  7. თუთბერიძე ანა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ბიზნესის ადმინისტრირება;
  8. აბაშიძე სალომე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ტურიზმი;
  9. კახაძე ლუკა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი / აგრარული ტექნოლოგიები;
  10. შავაძე ლიკა - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი / კულტურის მენეჯმენტი;
  11. ხატია მოისწრაფეშვილი - თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. 
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებს და თითოეულ მათგანს წინსვლას უსურვებს.

„ნიგვზიანის საჯარო სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი მოსწავლეებით, რომლებიც, აშკარად, ამართლებენ ჩვენს იმედებს! 

წელს განსაკუთრებული სიხარული გვაქვს, 20 მოსწავლიდან 11 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. გვახარებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მოსწავლემ პროფესიულ სასწავლებლებში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 30 აგვისტოს გამოაქვეყნა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება