სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ, განათლებული თაობა ქვეყნის განვითარების გარანტია“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ ათივე კურსდამთავრებული სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
31-08-2022
-
+


ზესტაფონის, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით დაასრულეს.

სკოლის შემდეგი ათი აბიტურიენტიდან ათივე სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდა, მათგან 100%-იანი გრანტი ანა ბარამაძემ მოიპოვა.

  1. ანა ბარამაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროგრამა - მენეჯმენტი;
  2. ქეთი შუბლაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროგრამა - ფიზიკური მედიცინა;
  3. ელენე ლელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა - ბიზნეს ადმინისტრირება;
  4. ლიკა შუბლაძე - კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამა - სამართალი;
  5. დაჩი ღიბრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა - სამართალი;
  6. საბა ორბელაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა - ისტორია;
  7. ნინი ყაშუაშვილი - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობები;
  8. ლუკა გაჩეჩილაძე - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა - ელექტრო ინჟინერია;
  9. სოსო გოგბერაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  10. ქეთი ფერაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროგრამა - სამართალი.
სკოლის დირექცია თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს. დირექციამ აბიტურიენტებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეს წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებს კი მადლობა გადაუხადა. 

„ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და აბიტურიენტებმა, რომლებიც ამას კარგა ხანია ელოდნენ, უკვე იციან, რომელი უნივერისტეტის კარს შეაღებენ. უამრავ აბიტურიენტს დაუფასდა შრომა, აუსრულდა სანუკვარი ოცნება და გახდა სტუდენტი; უამრავი ოჯახი ბედნიერია და ხარობს დღეს შვილის წარმატებით.

ეროვნული გამოცდებზე ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ აბიტურიენტებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს 10 აბიტურიენტიდან ათივე სტუდენტია.

დიდი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას, ყველა დასახული მიზნის ასრულებას ვუსურვებთ!

ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს საამაყო მასწავლებლებს დაუღალავი შრომისათვის.

ჩვენი სკოლა ამაყობს როგორც წარმატებული კურსდამთავრებულებით ასევე შრომისმოყვარე და ნიჭიერი პედაგოგებით.

განათლებული თაობა არის გარანტი ქვეყნის განვითარების!“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება