| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის 2022 წლის სამივე კურსდამთავრებული - ანა ჩეგიანი, შორენა გულბიანი, ალექსი ბაბლუანი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურეს და შესაბამისად, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ამასთან, ანა ჩეგიანმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა, შორენა გულბიანმა კი შიდა დაფინანსება.
ალექსი ბაბლუანს რაც შეეხება, ის სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე გააგრძელებს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს მათ ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით დაწყებას და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ