სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თქვენი სახით ქვეყანა პროფესიონალ კადრებს შეიძენს“- ურთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
31-08-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

ლალი დაგარგული საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, გიგი ქარდავა სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს, იკა ბოხუა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რატი ლატარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია, მათე პაჭკორია კი საქართველოს უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტით ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ლალი დაგარგულია - საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი, გიგი ქარდავა- ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იკა ბოხუა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რატი ლატარია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მათე პაჭკორია - საქართველოს უნივერსიტეტი (50%-იანი გრანტით) - ეს ახალგაზრდები ჩვენი სკოლის ის კურსდამთავრებულები გახლავთ, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ეროვნული გამოცდები და დღე-დღეზე შეაღებენ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების კარებს. გახდე სტუდენტი, რჩეულთა ხვედრია. გილოცავთ, ძვირფასებო, ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ, რომ წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური მომავალშიც. წინსვლა და გამარჯვებები მუდამ! გვჯერა, თქვენი სახით ქვეყანა მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს შეიძენს. ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება