სიახლეები
ყველაზე პოპულარული


კემბრიჯის განათლების სახლი ახალი სასწავლო წლიდან გასცემს TOEFL საერთაშორისო სერტიფიკატს
26-08-2022
-
+


კემბრიჯის განათლების სახლი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით იწყებს. მაღალი სტანდარტის დასადასტურებლად და უახლესი მოთხოვნების საპასუხოდ, ცენტრი გახდა TOEFL და English Book Georgia-ს პარტნიორი. ასევე გახსნა მორიგი ფილიალი დუშეთში.

ამ თანამშრომლობის საფუძველზე, კემბრიჯის განათლების სახლის ყველა ფილიალში - თბილისში, ბათუმსა და ახლა უკვე დუშეთშიც, მოსული მოსწავლეები ინგლისური ენის პროგრამის გავლის შემდეგ მიიღებენ TEOFL საერთაშორისო სერტიფიკატს.

აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში და საუკეთესო საშუალებაა ზრდასრულებისთვის, ვისაც სურს საზღვარგარეთ, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება,  პროგრამის დასრულებისთანავე აიღოს TEOFL ITP სეტიფიკატი. მოსწავლეებს კი აღნიშნული კურსის გავლა და საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა წარმატებული მომავლისთვის მოამზადებს და განუვითარებს უნარებს, რომლებიც წინსვლაში დაეხმარება.

პროგრამაზე მიიღებიან მოსწავლეები 7 წლიდან ზევით ასაკობრივ ჯგუფებში.  ზრდასრულებისთვის არის მოკლე და ინტენსიური, 2-თვიანი კურსი, მოსწავლეებისთვის პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვეა.

ამ სიახლის უპირატესობა ისიცაა, რომ მოსწავლეებს არ დასჭირდებათ საერთაშორისო გამოცდისთვის დამატებითი საფასური გადახდა და გამოცდასაც ნაცნობ გარემოში ჩააბარებენ, რაც ნაკლები სტრესია და გამოცდების მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოუმუშავებს.

ცენტრი 10 წელია აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში და მოსწავლეებსა და ზრდასრულებს სთავაზობს ინგლისური ენის მრავალფეროვან, მოთხოვნად პროგრამებს ასაკის, დონისა და საჭიროების მიხედვით.  ამ წლების განმავლობაში მრავალი მოსწავლე და აბიტურიენტი გადაემზადა წარმატებით; ბევრმა სტუდენტმა მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი კ.გ.ს გადამზადების პროგრამის გავლით.

კემბრიჯის განათლების სახლში მუდმივად ხდება სასწავლო პროგრამების განახლება და პედაგოგთა დატრენინგება კემბრიჯის მეთოდებით. ამ სიახლით პედაგოგების გადამზადების ახალი სტანდარტიც დაემატა.

ამ სიახლის ირგვლივ, კითხვებზე კემბრიჯის განათლების სახლის დამფუძნებელი ეკა მელაძე გვპასუხობს.

P.S. ეკა მელაძე ასევე გახლავთ სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორობის კანდიდატი, IELTA (International English Teacher Association ) Georgia დირექტორი,

TEFL/TESOL/TKT სერტიფიცირებული, კემბრიჯის კვალიფიკაციის პედაგოგი.

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა თქვენი ცენტრისთვის და იმ მოსწავლეებისთვის, ვინც გეგმავს თქვენს ცენტრში ინგლისური ენის შესწავლას?

- თანამედროვე მსოფლიო მუდმივ ცვლილებას განიცდის და სიახლეებს გვთავაზობს. ჩვენც ვცდილობთ უახლესი სტანდარტით დაგეგმილი სასწავლო პროცესი შევთავაზოთ ჩვენთან მოსულ მოსწავლეებს.

ამ თანამშრომლობით პირდაპირ ვპასუხობთ ამ თანამედროვე მოთხოვნებს და უზრუნველვყოფთ სწავლების მაღალ სტანდარტს სწავლებაში.

ჩვენს ცენტრში ინგლისური ენის შესწავლა მხოლოდ ინგლისური ენის გრამატიკასა და სიტყვების მარაგის დაგროვებას არ გულისხმობს. ვასწავლით თანამედროვე აზროვნებას ინგლისურად. ამას ვახერხებთ სპეციალურად შერჩეული სასწავლო პროგრამებით და სპეციალურად დატრენინგებული პედაგოგებით.

- პედაგოგების კვალიფიკაციაზე რას გვეტყვით.

- ჩვენი ცენტრის ყველა ფილიალში მუდმივად ხდება პედაგოგების გადამზადება სწავლების უახლეს მეთოდებში. ძირითადად კემბრიჯის მეთოდებით ინგლისური ენის სწავლების უნარებში. თუმცა ეს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ჩვენი პედაგოგების პროფესიულ დახვეწაში.

ამ უდიდეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მოიცავს ასევე პედაგოგთა დატრენინგებასა და სასწავლო პროცესის მუდმივ მონიტორინგს მათი მხრიდან, რაც საშუალებას აძლევს - ჩვენს ცენტრს, მუდმივად პასუხობდეს უახლეს მოთხოვნებს და მშობლებს -დარწმუნებულნი იყვნენ, მათი შვილები იღებენ თანამედროვე განათლებას, რომელიც გამოადგებათ წარმატებული მომავლის შექსაქმენლად.

- კიდევ რა დამატებითი უპირატესობა ექნება მოსწავლეს, რომელიც თქვენთან გაივლის ინგლისური ენის კურსს?

 - TOEFL ITP საერთაშორისო სერტიფიკატი! და სპეციალური შეთავაზება 27 სექტემბრამდე რეგისტრირებულ მოსწავლეებს!

ამ პროგრამაში ჩართვა საშუალებას გვაძლევს, ორეტაპიანი ტესტირება გავატაროთ მოსწავლეებს, რომელიც მაქსიმალურ შედეგებზე გაგვიყანს თითოეულ მოსწავლესთან მუშაობის დროს.

ასევე უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ყოველ დონეზე,TOEFL საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა. რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და ორგანიზაციაში, ასევე საქართველოში არსებულ უმარლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

სერტიფიკატი გაიცემა 5 კლასიდან ზევით მოსწავლეებისათვის ასაკისა და პროგრამის მიხედვით.

აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა მოსწავლეებში გულისხმობს უახლესი სტანდარტებისა და მოთხოვნების ცოდნასა და გამოყენების უნარს, იმას, რომ მათ შეძლეს და წარმატებით გაართვეს თავი საგამოცდო რეჟიმში გარკვეულ დავალებებს. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ არა მარტო ინგლისური ენის შესწავლაში, არამედ ზოგადი უნარების გაუმჯობესებაში, პრობლემების მოგვარების უნარის გამომუშავებაში და მზად იქნებიან, უპასუხონ თავიანთი ასაკის შესაბამის გამოწვევებს; ასევე გაუადვილდებათ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და წარმატების მიღწევა.

დამატებით სპეციალური შეთავაზება გვაქვს 1 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მოსწავლეებთან - ისინი მიიღებენ სასწავლო კურსს სტანდარტულზე ნაკლებ ფასად.


 - სასწავლო პროცესზე ვისაუბროთ, პროგრამები როგორ არის შედგენილი?

- სასწავლო პორგრამა შედგენილია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტზე. ასევე მუდმივად ხდება სასწავლო პროცესის მონიტორინგი.

ვახორციელებთ ორეტაპიან ტესტირებას... ერთს სწავლის დასაწყისში და მეორეს - დასასრულს. გამოცდისწინა პერიოდში ვატარებთ მოდელირებულ გამოცდას.

სწავლებაში ვიყენებთ თანამედროვე ლიტერატურას, მიზნობრივად შერჩეულ ინტერნეტრესურსებსა და პლატფორმებს.

პროგრამები საშუალებას იძლევა, მოსწავლის აზროვნების გაუმჯობესებას არა მარტო ინგლისური ენის შესწავლაში, არამედ ეხმარება ასევე კრიტიკურლი აზროვნების, ზოგადი ცნობიერების ამაღლებასა და თანამედროვე უნარების გამომუშავებაში.

- რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?

ვთანამშრომლობთ მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ამ ზაფხულს გავაფორმეთ მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

ჩვენი ცენტრის მოსწავლეები ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტებში, აქვთ კომუნიკაცია მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თანატოლებთან, რაც სიახლეების გაცნობასთან ერთად, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესებაში ეხმარებათ.

ამ კავშირებს უზრუნველყოფს IELTA Georgia, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ინგლისური ენის პედაგოგი და მკვლევარი, მათ შორის საქართველოც.

ასევე ჩართულნი ვართ eTwinning პროექტებში, ვთანამშრომლობთ AIESEC Georgia-სთან, სტამბოლის ერთ-ერთ უდიდეს ენების ცენტრთან American Life .

ასე რომ, ჩვენთან ყველა პირობაა ნებისმიერი ასაკის მოსწავლეთა სურვილებისა და მიზანების განსახორციელებლად, რომელშიც ჩართულნი ვართ და ვეხმარებით წარმატების მიღწევაში.

კემბრიჯის განათლების სახლი გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს და გთავაზობთ საინტერესო და ნაყოფიერ სწავლებას.



პროგრამაზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ფასებთან დაკავშირებით, გადადით ბმულზე

მისამართი:

თბილისი: ფ. მოსულიშვილის N20 (მეტრო ახმეტელთან)

ბათუმი: გიორგი ბრწყინვალეს N103

დუშეთი: წითელი ჯვრის ოფისი.

cambridgeeducationhouse@graduate.org

+995 598097311

https://www.facebook.com/kembijis.ganatlebis.saxli



R


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

სკოლები

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სიტყვის სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება