სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაცარქექია“ - რა პრინციპით უნდა შეესრულებინათ დავალება პედაგოგებს
24-08-2022
-
+


მასწავლებელთა საგამოცდო საკითხებისა და პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, საგანმათლებლო სფერო დავალებების განხილვამ მოიცვა. ვის რაში ჰქონდა შეცდომა, რომელი საკითხი გაურთულდათ, რომელი გაუნულდათ და რამდენად სწორად იყო ტესტები შედგენილი... პედაგოგებისთვის ერთ-ერთი პრობლემური აღმოჩნდა დაწყებითი საფეხურის - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) – I ვარიანტის მეექვსე დავალება, რომელიც ქართულ ხალხურ ზღაპარს „ნაცარქექიას“ ეხებოდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ აპლიკანტთა საკმოდ დიდი ნაწილი აპროტესტებდა აღნიშნულ დავალებას, გადავწყვიტეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დავალება და მისი შეფასების სქემა შემოგვეთავაზებინა:

გაიხსენეთ ქართული ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია“. გაეცანით მოსაზრებებს ზღაპრის მთავარი პერსონაჟის შესახებ და
შეასრულეთ 6.1. – 6.4. დავალებები. (გაითვალისწინეთ, კითხვებზე პასუხის გაცემისას მკვლევართა მოსაზრებების პირდაპირი ციტირება დაუშვებელია.)

აკაკი ბაქრაძე წერს:

„საქართველო ყოველთვის გოლიათებს ედგა პირისპირ. უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა, თუ არა ჭკუა,
გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის
მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაციაა, ნიღაბია
ნამდვილი არსის დასამალად“.

გიორგი კაკაბაძის აზრით:

„ნაცარქექიას ნაქები ჭკუა და გონება მხოლოდ დევის სიბრიყვის ფონზე გამოირჩევა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი
რეალური სიბრძნის ეკვივალენტია... მთავარია, საზოგადოებამ პრინციპული პოზიცია დაიკავოს და ამ „ბაქტერიას“
გამრავლებისა და გააქტიურების საშუალება არ მისცეს.“

პავლე ინგოროყვას თქმით:
„ნაცარქექია კოლორიტული მხატვრული სახეა, გამორჩეული ქართულ ფოლკლორში.“

(2) 6.1. აკაკი ბაქრაძე წერს: „ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაციაა, ნიღაბია ნამდვილი არსის დასამალად“.
იმსჯელეთ, რას გულისხმობს მკვლევარი ამ სიტყვებში.
(1) 6.2. განმარტეთ, რა მოვლენას უწოდებს გიორგი კაკაბაძე „ბაქტერიას“. დაასაბუთეთ თქვენი თვალსაზრისი.
(2) 6.3. რომელ ავტორს ეთანხმებით, ანუ თქვენთვის ნაცარქექია შენიღბული მებრძოლია თუ – „ბაქტერია“?
 აირჩიეთ ერთ-ერთი ავტორის მოსაზრება, იმსჯელეთ და თქვენი პოზიცია დაასაბუთეთ.
(1) 6.4. ახსენით, როგორ გესმით ნაცარქექიას პავლე ინგოროყვასეული შეფასება – „კოლორიტული მხატვრული სახე“.

შეფასების სქემა: 

6.1 მაქსიმალური ქულა: 2

2 ქულა:
მოცემულია სწორი, დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა. იდენტიფიცირებული და
ახსნილია ავტორის ჩანაფიქრი. აპლიკანტს გააზრებული აქვს, რომ ეს ისტორიულ
გამოცდილებაზე დაყრდნობილი ფანდია, შენიღბვაა, სტრატეგიაა და მისთ.
1 ქულა:
სწორადაა ამოცნობილი ავტორის ჩანაფიქრი, თუმცა წარმოდგენილი მსჯელობა
ზედაპირული და სქემატურია; მსჯელობისას აპლიკანტი შემოიფარგლება 2-3 სიტყვით.
0 ქულა:
შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა:
• არასწორადაა ახსნილი ავტორის ჩანაფიქრი / მსჯელობა მცდარია;
• პასუხში წარმოდგენილია მხოლოდ პერიფრაზი;
• პასუხი არ არის მოცემული.

6.2 მაქსიმალური ქულა: 1

1
ქულა:
მოცემულია გამართული, დასაბუთებული მსჯელობა; სწორადაა ახსნილი ტერმინის
„ბაქტერია“ ავტორისეული გააზრება. აპლიკანტის პასუხში იკითხება, რომ ავტორი
ნაცარქექიას მხატვრულ სახეში მხოლოდ მის ზედაპირულ თვისებებს ხედავს – სიზარმაცეს,
ბაქიაობას და ა. შ. არ სცნობს მის სიბრძნეს და მის ქმედებებს მხოლოდ ნეგატიურ,
მარგინალურ კონტექსტში აღიქვამს.
0 ქულა:

პასუხი არ არის ან მცდარია.

6.3 მაქსიმალური ქულა: 2

2 ქულა:
მოცემულია სწორი, დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა; აპლიკანტის მიერ
დასაბუთებულია, პირადად მისთვის რატომ არის მისაღები / გასაზიარებელი ერთ-ერთი
ავტორის მოსაზრება.

1 ქულა:
აპლიკანტის მიერ არჩეულია ერთი ავტორის მოსაზრება, თუმცა დასაბუთება, პირადად
მისთვის რატომ არის ის მისაღები / გასაზიარებელი, ზედაპირული და სქემატურია,
აპლიკანტი შემოიფარგლება 2-3 სიტყვით.

0 ქულა:
შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა:
• არასწორადაა გაგებული ავტორის მოსაზრება / მსჯელობა მცდარია;
• პასუხში წარმოდგენილია მხოლოდ პერიფრაზი;
• პასუხი არ არის მოცემული.

6.4 მაქსიმალური ქულა: 1

1 ქულა:
მოცემულია სწორი, დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა; ახსნილია ავტორისეული
შეფასება - კოლორიტული მხატვრული სახე. აპლიკანტს გააზრებული აქვს, რომ
ნაცარქექიას მხატვრული სახე „გაჯერებულია“ ნაირგვარი სპეციფიკური თვისებებით, იგი
გარკვეულწილად, ამბივალენტური სახეა და მისთ.

0 ქულა:
შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა:
• არასწორადაა გაგებული ავტორის შეფასება / მსჯელობა მცდარია;
• პასუხი არ არის მოცემული.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება