სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ! - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
24-08-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გექნებათ. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
 
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.
 
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა,  წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც  გინდათ მისი ჩასმა.  ჩაწერეთ  კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.
 
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
 
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომლებიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია  აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
 
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ: 
 
  • აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
 
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვეთ წარმატებას!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება