| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის მასწავლებლებმა 2022 წლის მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტატუსი აიმაღლეს.
დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ანა ჯანგიშერაშვილმა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე ერთდროულად ორივე ზღვარი გადალახა, რაც სკოლისთვის ნამდვილად საამაყოა. რუსული ენის მასწავლებელმა, ია ჯანაშვილმა კი გამოცდით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა გამოცდებზე მაღალი ქულა აიღო და აპელაციის შედეგებს ელოდება.
სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის, დაწყებითი კლასების მასწავლებელს ანა ჯანგიშერაშვილს, ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ანა უფროსი მასწავლებელია რომელმაც 2022 წლის წამყვან-მენტორის გამოცდაზე ერთდროულად გადალახა ორივე ზღვარი და მიიღო 53 ქულა, ეს დიდი წარმატებაა ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის, გვეამაყება და გვიხარია, ასევე მინდა მივულოცო ჩვენი სკოლის რუსული ენის მასწავლებელს ია ჯანაშვილი წამყვანი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება, მინდა აღვნიშნო, რომ ასევე გვყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებმაც მიიღეს მაღალი ქულები და ელოდებიან აპელაციას, ასეთი შედეგები საამაყოა ჩვენთვის და მინდა წარმატება ვუსურვო მათაც და ყველა მასწავლებელს მივულოცო ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ