სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საკვალიფიკაციო გამოცდების ზოგად წესსა და პირობებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს
15-08-2022
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა. 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის შემუშავება და განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, ხოლო სწავლების ბოლოს სტუდენტმა უნდა ჩააბაროს საკავლიფიკაციო გამოცდები. გაეცანით სხვა დეტალებს:

1. დუალური სწავლების შემთხვევაში პროგრამა უნდა შემუშავდეს დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ ერთობლივად, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის მხარდაჭერით.

2. სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის შეფასებისას, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით, ხოლო მიმდინარე და შუალედური შეფასებისას გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.

3. შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასება სავალდებულოა. შუალედური შეფასების წესსა და პირობებს განსაზღვრავს დაწესებულება. დუალური სწავლების შემთხვევაში აღნიშნული წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობით. ამასთანავე, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს შუალედურ შეფასებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები.

4. პროფესიული სტუდენტისათვის კრედიტის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.

5. დუალური სწავლების სახით პროგრამის განხორციელებისას პროფესიული სტუდენტი აწარმოებს ჩანაწერების ჟურნალს, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

6. ჩანაწერების ჟურნალში აღირიცხება პროფესიული სტუდენტის მიერ განხორციელებული აქტივობები სასწავლო საწარმოში მისაღწევი სწავლის შედეგების ნაწილში. ჩანაწერების ჟურნალი წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის მტკიცებულებას.

7. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, თვეში არანაკლებ ერთხელ ამოწმებს ჩანაწერების ჟურნალში ჩანაწერების არსებობას, სისრულესა და მართებულობას. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ჟურნალში არსებულ ჩანაწერებს და პროფესიულ სტუდენტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება.

8. სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი შუალედურ შეფასებამდე, ასევე პროგრამის დასრულებამდე და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილებამდე, ჩანაწერების ჟურნალში არსებული ჩანაწერების შეფასების საფუძველზე, ადასტურებს ან არ ადასტურებს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას.

9. სასწავლო საწარმო ვალდებულია, შექმნას ინსტრუქტორის მიერ განხორციელებული ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასების/მიღებული გადაწყვეტილებების პროფესიული სტუდენტის/დაწესებულების მიერ მიმართვის საფუძველზე გადამოწმების მექანიზმი.

10. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება და შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა. დუალური სწავლების შემთხვევაში შუალედურ შეფასებასა და საკვალიფიკაციო გამოცდაზე პროფესიული სტუდენტის დაშვების დამატებით წინაპირობას წარმოადგენს სრულფასოვნად შევსებული ჩანაწერების ჟურნალი.

11. პროფესიული სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება.

12. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ზოგად წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უფლებამოსილია, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვროს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების დამატებითი პირობები.

იხილეთ: დუალური სწავლების წესი დამტკიცდა - პრემიერის ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება