TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გახდეთ მშობლების საყვარელი მასწავლებელი? - რჩევები
14-10-2022
-
+


მშობლებისა და მასწავლებლების კარგ ურთიერთობას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლები მშობლებთან ურთიერთობას თავს ვერ აარიდებენ და ამიტომ, მათთან კარგი კომუნიკაცია მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი და ასევე, ნაკლები პრობლემების მომტანი.

არსებობს, რამოდენიმე რჩევა, რომლებიც ყველა პედაგოგს დაეხმარება, რათა მშობლებთან მეგობრული თუ არა კარგი ურთიერთობა მაინც დაამყარონ.

1. იყავით ყურადღებიანი - ყველას მოსწონს, როდესაც მათ მიმართ ყურადღებას იჩენენ. ხშირად ეკონტაქტეთ მშობლებს არამხოლოდ მაშინ, როდესაც მათი შვილი რაიმეს დააშავებს... დაურეკეთ ან მისწერეთ შვილის წარმატების შესახებაც, ეს მშობლებს თქვენს მიმართ დადებითად განაწყობს და მომავალში წარმოქმნილი რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში ისინი დახმარებაზე უარს არ გეტყვიან.

2. მოუყევით მათი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ - ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელიც კია, ვინაიდან ზოგჯერ მოსწავლეები მშობლებს პრობლემებს უმალავენ. თქვენ კი შეგიძლიათ ესა თუ ის პრობლემა მშობლების საქმის კურსში ჩაყენებით მალევე აღმოფხვრათ. ასევე, მოუყევით, რომელიმე დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომ გსურთ მათი შვილი პროექტში ჩაერთოს. 

3. დაუსვით შეკითხვები (და მოუსმინეთ!) - დაუსვით კითხვები, არამხოლოდ შვილების, არამედ მათი ინტერესების შესახებ. საერთო ინტერესების გამონახვით, შესაძლოა მათთან კარგი ურთიერთობა მარტივად დაამყაროთ. ასევე, მოისმინეთ მათი აზრი, შესაძლოა მშობლების მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდეთ, თუმცა განსხვავებული აზრის მოსმენა თანამედროვე მასწავლებელს უნდა შეეძლოს.

4. თავი აარიდეთ დაპირისპირებას - გასაგებია, რომ ზოგჯერ მშობლები ძალიან ემოციურები არიან, განსაკუთრებით, როცა საქმე მათ შვილს ეხება და ბევრს შენიშვნის მიცემა (გამართლებულიც კი) არ სიამოვნებთ, მაგრამ გახსოვდეთ კონფლიქტში აყოლა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათთან საუბრის დროს შეგიძლიათ პატარა ჩანაწერებიც კი გააკეთოთ, რათა მთავარი საკითხები ემოციურობის გამო არ დაგავიწყდეთ.

5. დროულად დააბრუნეთ პასუხები - ეცადეთ, როდესაც მშობელი თუნდაც სოციალურ ქსელში რაიმეს მოგწერთ მალევე უპასუხოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ მიწერ-მოწერას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ლაკონური პასუხები მშობელს არ აკმაყოფილებს, მაშინ ჩაუნიშნეთ სკოლაში ოფიციალური შენიშვნა. თუმცა, სოციალურ ქსელზე მეტად გამოიყენეთ მეილი. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად ზღვარის გადალახვა არაფერშია კარგი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება